დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოჩა თევდორაძის საჯარო თავის მართლება ქუთაისის მერიის წინ (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/07 13:43:51

რიის წინ 7 ნოემბრის გახსენების სიმბოლურ აქციაზე „პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელს  აქციის მონაწილეები საჯაროდ დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნებისა" და „ეროვნული ფორუმის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები თევდორაძისგან  ახსნა-განმარტებებს იმ ბრალდებებზე მოითხოვდნენ, რაც გოჩა თევდორაძის მისამართით ისმის.

საუბარი, რომელიც მალევე ხმამაღალ კამათში გადაიზარდა, თევდორაძის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მართვაში ჩარევასა და მის მიერ ქალაქში  უძრავი ქონების ფლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას  შეეხებოდა.

თევდორაძე ცდილობდა, აქციის მონაწილეებისთვის განემარტა, რომ მის მიმართ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

„იმას მაბრალებენ,  რომ 46 კვადრატულ მეტრში ვცხოვრობ, ჩემ დას კი, რომელიც გათხოვილია, საკუთარი საცხოვრებელი ფართი აქვს. არანაირ ქონებას მე არ ვფლობ. საკრებულოს კი ჰყავს თავმჯდომარე და თავად განაგებს ყველაფერს,"–განაცხადა თევდორაძემ.

თევდორაძესთან ერთად იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრ "იბერიის ვარსკვლავის"  მფლობელი დავით კოსტავაც, რომელიც გოჩა თევდორაძის ბიზნეს პარტნიორად მოიაზრება.  არაოფიციალური ინფორმაციით გოჩა თევდორაძე ჭავჭავაძის გამზირზე იმ ტერიტორიის მოწილეა, სადაც  კოსტავამ ორი დღის წინ ახალი ბაზრობა გახსნა.

ხმამაღალ კამათში  მოგვიანებით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაიაც ჩაერთო, რომელმაც „სამი ოთარის" ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა და განაცხადა, რომ სასტუმრო არ უნდა აშენდეს, რადგან ის „სამი ოთარის“ ძეგლს დაჩრდილავს.

მერიის წინ შეკრებილებს მოგვიანებით „პატრიოტების" პარტიული წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი კახა ნემსიწვერიძეც შეუერთდა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია