დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კვლევის ანალიზი
წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტს “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმება 15 მილიონ ლარზე მეტი უჯდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/06 23:44:44

 საბიუჯეტო სახსრების არარსებობის მიზეზებით მთავრობამ ასეულობით რაიონული თუ ნაციონალური მასშტაბის პროექტი გააჩერა და ამ პროექტებში დასაქმებული უამრავი ადამიანი უმუშევარი დატოვა, აღნიშნულის შესახებ საუბარია “ახალი თაობა - დემოკრატიული არჩევანი”-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტების გამგეობებში, განსაკუთრებით კი მუნიციპალურ შპს-ებსა და სიპ-ებში ხდება საშტატო ერთეულების დამატება და იქ “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმება.

ჭიაბერაშვილის თქმით, კვლევის ფარგლებში გამოყენებულ კითხვარს 18 მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხა. ამ 18-დან საშტატო ერთეულები გაიზარდა 15-ში, ერთში არ შეცვლილა, 2-ში კი შემცირდა. საერთო ჯამში, ამ 18 მუნიციპალიტეტში 766 საშტატო ერთეული დაემატა.

„კვლევაში მკაფიოდ ჩანს საშტატო ერთეულების ხელოვნურად ზრდის ტენდენცია და დიდი ალბათობით იგივე ხდება იმ მუნიციპალიტეტებშიც, რომლებმაც არ გაასაჯაროვეს მსგავსი ინფორმაცია.

კვლევის ანალიზით დგინდება, რომ, საერთო ჯამში, წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტს “ქართული ოცნების” აქტივისტების დასაქმება 15 მილიონ ლარზე მეტი უჯდება“- განმარტავს ჭიაბერაშვილი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2556
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია