დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხმაური ქუთაისის მერიის შენობაში (ვიდეო)
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/06 16:35:38

დღეს მერიის შენობის წინ გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები  ქალაქის ხელისუფლებისგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას ითხოვენ,  წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან. მას შემდეგ, რაც გარემოვაჭრეებმა ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, მერიის შენობაში გადაინაცვლეს და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა მოითხოვეს.

მოგვიანებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა. მისი თქმით, ხვალ გარემოვაჭრეებს მერის მოვალეობის შემსრულებელი გია შარაბიძე შეხვდება და ალტერნატიულ ფართს რკინიგზის საავადმყოფოსთან შესთავაზებს.  

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია