დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავა
ქუთაისში სახელმწიფო ფართს კერძო პირი, 8 წელია, უკანონოდ აქირავებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/11/06 14:57:12

ქუთაისში, ფალიაშვილის №23 -ში მდებარე საერთო სარგებლობის გასასვლელი, ერთ-ერთი ინდ. მეწარმის, მზია გიორგაძის მიერ უკანონოდ ქირავდება.

 

გიორგაძეს  აღნიშნული ტერიტორიის უკანონოდ მითვისებას მიმდებარე ფართებში განთავსებული კერძო მესაკუთრეები ედავებიან.

 

გიორგაძეების ინფორმაცია, რომ მათ იჯარით აქვთ აღებული ფართი საერთო სარგებლობის გასასვლელში, ჩვენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში გადავამოწმეთ.

 

ფალიაშვილის №23- ში არსებული საერთო სარგებლობის გასასვლელზე, რომელსაც უკვე წლებია  ინდ. მეწარმე მზია გიორგაძე აქირავებს, სსიპ „სახელმწიფო ქონების  ეროვნული სააგანტოს იმერეთ-რაჟა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრის“ ცნობით, 2005 წლიდან საიჯარო ხელშეკრულება არავიზე ფიქსირდება.

 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ჩვენს მიერ გამოთხოვილ დოკუმენტში წერია: „სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და მოქალაქე ომარ გიორგაძეს შორის 03.09.2002 წელს დადებული იქნა №1306 საიჯარო ხელშეკრულება ქ. ქუთაისში ფალიაშვილის  №23-ში მდებარე 19,20 კვ.მ არასაცხოვერებელ ფართზე. აღნიშნულ საიჯარო ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2005 წლის 31 დეკემბერს შეუწყდა, რაც შეეხება მოქალაქე მზია გიორგაძეს, აღნიშნულ პიროვნებასთან საიჯარო ხალშეკრულება არ დადებულა“.

 

როგორც ირკვევა, მზია გიორგაძეს საერთო სარგებლობის გასასვლელის გაქირავების უფლება არ აქვს და მისი მტკიცება, ფართის იჯარით ფლობასთან დაკავშირებით, სიცრუეა. თუმცა, ის დღემდე იღებს სარგებელს უკანონოდ მითვისებული ტერიტორიიდან და გარდა იმისა, რომ არაკანონიერ ქმედებას ახორციელებს, ხელს უშლის სხვა კერეძო მესაკუთრეებს საკუთარი საქონლის რეალიზაციაში.  

 

ვის ევალება ქალაქის ცენტრში კერძო პირის მიერ უკანონოდ მითვისებულ და გაქირავებულ ფართზე რეაგირება და რატომ არ დაინტერესდა შესაბამისი სამსახური 8 წლის განმავლობაში აღნიშნული ფაქტით, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ სხვა კერძო მესაკუთრეები აქტიურად და არაერთხელ მიმართავდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას, psnews.ge კვლევას განაგრძობს.  

 

                                       

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2734
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია