დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ფრეშ-ჯორჯიაში“ ექვსი თვის წინ გათავისუფლებულ მუშებს აბრუნებენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/06 14:09:04

ქუთაისში, ყოფილ საავტომობილო ქარხანაში  გახსნილი ეგვიპტური კომპანია „ფრეშის" ხელმძღვანელობა 6 თვის წინ გათავისუფლებულ თანამშროლებს სამუშაო ადგილებზე აბრუნებს.  300-მდე მუშის სამსახურში აღდგენა ეტაპობრივად მოხდება. არსებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმოში უკვე 100 მუშა დაბრუნდა.

კომპანია „ფრეშის" თანამშრომლებმა საწარმოში არსებული სამუშაო გარემო არაერთხელ გააპროტესტეს.  მუშებმა სველი წერტილების, სამზარეულოს და სხვა აუცილებელი პირობების უქონლობის გამო უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვეს, რის შემდეგაც საწარმოს ხელმძღვანელობამ 300-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ქართულ-ეგვიპტური კომპანია „ფრეში" ქუთაისში 2009 წელს შეიქმნა. ინვესტორ კომპანიას ქალაქში 2 მილიარდის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა,  გაეხსნა 12 საწარმო და დაესაქმებინა 12 ათასი ადგილობრივი მცხოვრები, თუმცა,  „ფრეშს" ქუთაისში,  5 წლის შემდეგაც კი, არც დაპირებული 12 ქარხანა აუშენებია  და არც ათასობით ქუთაისელი დაუსაქმებია.

ერთადერთ საწარმოში კომპანია საყოფაცხოვრებო ნივთებს ამზადებს და პროდუქცია უცხოურ ბაზარზე გააქვს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2783
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია