დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მორიგ ბაზრობას გოჩა თევდორაძე და დავით კოსტავა ხსნიან?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/06 12:16:53

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე სავაჭრო ცენტრ „იბერიის ვარსკვლავის" მფლობელი, დავით კოსტავა ახალ ბაზრობას ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ ტერიტორიაზე მყოფი დაცვის თანამშრომლები. უნივერმაღის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების მიერ ადგილების გადანაწილება უკვე მიმდინარეობს.


გარემოვაჭრეების განცხადებით, მათთვის შეუძლებელი იყო იმ თანხის გადახდა, რასაც შემოსაზღვრელ ბაზრობაზე ითხოვდნენ, ამიტომ გამოვიდნენ ქუჩაში სამუშაოდ.


„იბერიის ვარსკვლავიდან" „კეჩის" ბაზრობამდე უკანა მხარეს შემოსასვლელი საერთოდ არ ასებობს, რის გამოც ბაზრის ტერიტორიაზე არავინ შემოდიოდა და გადასახადს ტყუილად ვიხდიდით, ბაზრის დირექტორი თამაზ მამალაძე არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი ჩვენი ოჯახის კეთილდღეობაა, გვირჩევნია, ის 200 ლარი, რასაც გადასახადებში ვიხდით, ჩვენს ოჯახს მოვახმაროთ. ამიტომ ვთხოვეთ ბატონ დავით კოსტავას, შემოვეშვით ამ ადგილზე, სადაც ნაკლები გადასახადი მოგვიწევს,"–აღნიშნეს მოვაჭრეებმა.


შეგახსენებთ, რომ აგვისტოში აღნიშნულ ტერიტორიაზე ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, კოტე ლომიძის ინიციატივით, მოვაჭრეებს უსასყიდლოდ მუშაობის ნება დართეს. ვადის გასვლის შემდეგ კი, გარემოვაჭრეებმა კვლავ ქუჩაში გადაინაცვლეს, რასაც ბაზრობის და სავაჭრო ცენტრების თანამშრომელთა პროტესტი მოჰყვა.


ამჯერად გარემოვაჭრეები ახალი ბაზრობის ტერიტორიაზე აღებული ფართისთვის თანხას გადაიხდიან.


გავრცელებული ინფორმაციით, უნივერმაღის გვერდით არსებული მიწის ნაკვეთი ბიზნესმენ დავით კოსტავას და იმერეთის ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, ამჟამად „პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გოჩა თევდორაძეს ეკუთვნის.


გარემოვაჭრეებთან დილიდან იმყოფებოდა დავით კოსტავა. რომელმაც კომენტრაზე უარი გვითხრა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია