დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქია
ზემო იმერეთის სოფლებში ხანძარს ებრძვიან
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/11/06 10:48:43

4 ნოემბრიდან დღემდე ზემო იმერეთში, მდინარე ძირულას კრისტალურ მასივში, სავარაუდოდ, მოსახლეობის გაუფრთხილებლობის გამო, ხანძარი გაჩნდა.

 4 ნოემბერს რიკოთის უღელტეხილის მისადგომებთან გაჩენილ ხნძარს 2 დღის განმავლობაში აქრობდნენ სამაშველო ჯგუფები.

5 ნოემბერს მდინარე ძირულას მარჯვენა სანაპიროს ტყეებში, სოფლების: მაქათუბნის, უბისისა და გეზრულის ტერიტორიებზე გაჩენილ ხანძარს თავდაპირვლად ადგილობრივი მოსახლეობა თავისი ძალებით ებრძოდა, მოგვიანებით, დაახლოებით ღამის 12 საათზე ხარაგაულის სამაშველო სამსახურთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ აგრძელებდა ხანძართან ბრძოლას.

 ,,psnews.ge”-მ ადგილზე შეისწავლა მდგომარეობა. ხანძრის მასშტაბები წუხელ შემცირდა, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წვლილი ყველაზე დიდია. გეზრულის ტერიტორიული ორგანოდან რწმუნებული, სპეციალისტი და ტყის რეინჯერი ამჯერადაც შემთხვევის ადგილზე არიან. გეზრულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის, დავით ხოჯანაშვილის განცხადებით ხანძრის მასშტაბი იზრდება და მოსახლეობას უახლოვდება. სოფელ გეზრულის მოსახლეობის ნაწილი ემზადება ხანძრის ლოკალიზაციისთვის.

 

 ხანძრის შედეგად ზედაპირულად დაიწვა ტყის ხმელი საფარი, ქვეტყე და ზეხმელი მცენარეები. ხანძრის ფართობი, სავარაუდოდ, 10 ჰექტარზე მეტია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია