დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასაქმება
საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელს უფრო გაიზრდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/05 15:32:50

დეფლაციას მაღალი უმუშევრობა იწვევს, რასაც შედეგად მოთხოვნის კლება მოჰყვება და შესაბამისად, რეცესიის წინაპირობას აჩენს, განმარტავს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე. ევგენიძის განმარტებით, უმუშევრობა, უფრო სწორად ფორმალური დასაქმება, ხანგრძლივი პრობლემაა საქართველოს რეალობაში. მთლიანი სამუშაო ძალის მხოლოდ 32%-ია ფორმალურად დასაქმებული, ნახევარზე მეტი თვითდასაქმებულია, ხოლო უმუშევრობის მაჩვენებელი 15%- შეადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი პროგნოზის თანახმად ეს მაჩვენებელი 2014 წელს 17%-მდე გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის უმუშევრობის მაჩვენებლები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, 2013 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლეობით 6%-ით არის შემცირებული. თუ ბიზნეს სექტორში დასაქმებულებს საქმიანობის ტიპების მიხედვით გავაანალიზებთ, ყველაზე დიდი კლება სამშენებლო სექტორში მოხდა, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 34%-ით შემცირდა. დასაქმებულთა რაოდენობის კლება თითქმის ყველა სექტორში აღინიშნა, გარდა სოფლის მეურნეობის სექტორისა, სადაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს პროგრამებს და რომლის ფორმალური დასაქმების ბაზა, სხვა სექტორებთან შედარებით, გაცილებით მცირეა,“- განმარტავს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი.

 წყარო: BPI

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5422
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია