დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულება არ მინდოდა“ - გია შარაბიძე
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/04 17:21:35

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-მერი გია შარაბიძე დაინიშნა, თუმცა შარაბიძე ამბობს, რომ მას ამ პოსტზე ყოფნა არ სურდა.

„არ მინდოდა ამ პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ, რადგან მოვედი აქ, ვალდებული ვარ შევასრული ვიკისრო ეს ვალდებულება. სულ რაღაც ორი კვირა მომიწევს ამ პოსტზე ყოფნა,“ - აღნიშნა გია შარაბიძემ, თუმცა რატომ არ სურდა მერის მოვალეობის შესრულება, შარაბიძე მიზეზს არ ასახელებს.

საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი კი ამბობს, რომ შარაბიძის კანდიდატურა კონსულტაციის შედეგად შეირჩა.

"კონსულტაციები მიმდინარეობდა საკრებულოს ფრაქცია "პატრიოტთა ალიანის" წევრებთან, ასევე ფრაქცია 'ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძესთან. რის შემდეგაც შარაბიძის კანდიდატურაზე შევჯერდით. რა იქნება მომავალში, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ"–აღნიშნა თამაზ მარგველაშვილმა.

გია შარაბიძე მერის მოვალეობას 20 ნოემბრამდე შეასრულებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია