დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უმუშევარი კაცი ქალაქს როგორ უნდა ვმართავდე?" – გოჩა თევდორაძე (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/04 14:47:14

ქუთაისის მერიის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გამართულ გამაფრთხილებელ აქციას,  „პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოჩა თევდორაძე გამოეხმაურა. თევდორაძის განცხადებით, რამდენიმე ადამიანის მიერ გამართული აქცია, მხოლოდ პირად ინტერესებს ემსახურებოდა.


„დღეს მერიის წინ ერთი ათეული ადამიანიც კი არ იყო შეკრებილი და ეს ადამიანები აცხადებენ, რომ თურმე ამ ქალაქს მე ვმართავ, ამ დროს კი უმუშევარი ვარ. სულხან ქობულაძე მერის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის კოტე ლომიძის ცოლის დეიდაშვილია, შესაბამისად დღევანდელი აქცია, მხოლოდ დაკვეთა იყო.  დიახ ვიცე–მერი გია შარაბიძე თავის დროზე მერის მოვალეობის შემსრულებლად "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაინიშნა. რაც შეეხება ქუთაისის მართვას, ვერ ვხვდები, უმუშევარი კაცი ქალაქს, როგორ უნდა ვმართავდე? მერის შეცვლის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე  და მე რა შუაში ვარ?"

 

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე კოტე ლომიძეს დღეიდან ვიცე–მერი გია შარაბიძე შეცვლის.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია