დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმმართველობა
არასამთავრობოები: „ქუთაისს „გოჩანოსტრა“ მართავს“ (ვიდეო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/11/04 12:29:40

ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ქუთაისის მერიის წინ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები თვითმმართველობაში შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ.

„2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე მერიაში მდგომარეობა რთულა იყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ სიტუაცია უკონტროლო გახდა. ამდენი ხნის განმალობაში კიდევ არ ჰყავს ქუთაისს მერი, ვიცე-მერები ერთმანეთს ცვლიან ამ თანამდებობაზე. გამოდის, რომ კარუსელია. მერიის ქონება უკანონოდ იყიდება, რის გამოც სამსახურის უფროსი სამართალში უნდა მიეცეს. სამწუხაროა, რომ ქალაქში სიტუაციას „პატრიოტთა ალიანსი“ აკონტროლებს,“- აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო სოლიდარობის წევრმა  კახა ჩახუნაშვილმა.

 

„გოჩანოსტრა“ – ამ სახის პლაკატი გამოიტანეს აქციის მონაწილეებმა. მათი განცხადებით, ქუთაისში სიტუაციას ჯერ კიდევ გოჩა თევდორაძე აკონტროლებს, მისივე სურვილით მერის მოვალეობის მორიგ შემსრულებლად ვიცე-მერი გია შარაბიძე ინიშნება. ეს არის თევდორაძის ქმედება საიმისოდ, რომ მან მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვოს და ქალაქის მმართველობა 4 წლით აიღოს ხელში. – აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3867
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია