დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმინისტრის წარდგენა
ბიძინა ივანიშვილმა არამარტო პრემიერის კანდიდატურა , არამედ პირველი ლედის ვინაობაც დაასახელა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/03 01:00:35

 

ბიძინა ივანიშვილმა თავის მემკვიდრედ, საქართველოს პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. მან ღარიბაშვილის პიროვნულ ღირსებებზე და საქმიან წარმატებებზე ისაუბრა და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში პირველი პირი პრემიერმინისტრი იქნება და შესაბამისად, ირაკლის მეუღლე საქართველოს პირველ ლედიდ გამოაცხადა.

ციტატა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან: 

“მას ყავს ძალიან კარგი მეუღლე. აღასანიშნავია, რომ მათ სკოლის მერხიდან უყვართ ერთმანეთი. ეს ჩემთვის უნიკალურია. ასეთი პირველი ლედი გეყოლებათ, ძალიან ღირსეული პირველი ლედი ეყოლება საქართელოს, ძალიან ტრადიციული ოჯახის შემქმნელი, ძალიან დამსახურებული, ასე ვთქვათ. კიდევ ერთს გავუსვამდი ხაზს, რაც უნიკალურია ჩემთვისაც კი, რომ ირაკლის მშობლები და სიდედრი–სიმამრი ერთად ისვენებენ. შვებულებას ერთად ატარებენ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. თქვენ იცით, მე გართულება მაქვს ოჯახზე და მიხარია, რომ ირაკლი აქაც აჭარბებს და იმაზე კარგი აქვს [ოჯახი], რაც შეიძლება იყოს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის და მე კიდევ ერთს გავუსვამდი ხაზს და გავიხსენებდი, როგორია ჩვენი მომავალი პირველი ლედი.

 

მე მახსოვს, როდესაც განცხადება გავაკეთე პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით, პირველი ნუნუკას [ირაკლი ღარიბაშვილის ცოლი] მამა დაიჭირეს, თამაზ თამაზაშვილი. მახსოვს, მე და ირაკლის როგორი რთული დღები გვქონდა, ირაკლისთან ჰქონდათ ერთადერთი მოთხოვნა, რომ არ უნდა დამდგარიყო ჩემ გვერდით, ირაკლის, რა თქმა უნდა, წარბი არ შეუხრია, მაგრამ მე დაჟინებით ვეუბნებოდი, რომ ეს არის შენი მეუღლის მამა, ქალებს თავისი პოზიცია აქვთ და მე მინდა იქაც პირნათელი ვიყო და  ვაიძულე ირაკლი, რომ მაინც სახლში მისულიყო. თუმცა ნაწყენი წავიდა ჩემგან. მე ესეც არ ვიკმარე და ტელეფონით დავურეკე ნუნუკას. ასეთი იყო მდგომარეობა, ეუბნებოდნენ, რომ როდესაც გაიგებ მამაშენი გულით გარდაიცვალა ციხეში, იმ საღამოს შენს მეუღლესაც წავიყვანთ. ასეთი მუქარები იყო, ეს მე ძალიან კარგად ვიცოდი, როცა ვუთხარი, რომ მესმოდა, რამდენად რთულ მდგომარეობაში იყო, და ვუთხარი- იქნებ ირაკლის გადააწყვეტინო.... პასუხი ასეთი მივიღე, მეც თუ საჭირო ვიქნები, არ შევშინდები და ჩემი სამშობლოს სამსახურში ჩავდგები ".

 

დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია გავრცელდა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი

დაბადების თარიღი და ადგილი: 28 ივნისი 1982 . . თბილისი.

განათლება: 2005 . - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობები, მაგისტრატურა;

2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები. (პარიზი, საფრანგეთი);

1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები;

პროფესიული გამოცდილება: 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;

2012 წლის თებერვალი-ოქტომბერი - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;

2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; 2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი; 2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუ"- სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

2006 . - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი; 2005-2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"- გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი; 2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;

2005 წლის მაისი-ოქტომბერი - ... "ბურჯი"- (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

2004-2005 წწ. - შპს "ბურჯი"- (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;

2001-2002 წწ. - საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია