დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთი „P.S.“, 2005 წელი, 3 - 9 იანვარი, №1 (305)
მეტსახელები, ანუ ქუთაისს მართავენ: „ბალუ“, „სიროფა“, „ჭყიპინა“ და ძმანი მათნი...
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/01 11:35:08

ქართული ენის გრამატიკაში „მას“ სახელის კნინობით-ალერსობითი ფორმა ეწოდება; სწორმეტყველებაში „ზედმეტსახელს“ ან „მეტსახელს“ ეძახიან, ჟარგონში - „კლიჩკას“ ხოლო დღევანდელი ამერიკანიზაციის ფონზე „ნიკნეიმად“ იქცა.


საქართველოში მას თავისი დიდი ისტორია აქვს, აქ მეტსახელები მეფეებსაც კი ჰქონდათ...


მაგრამ მაინც, ქუთაისი ამ მხრივაც უცნაური და განსაკუთრებულია, რადგან აქ ქუჩებს საკუთარ, სამთავრობო წოდებათა გარდა, ასეთი სახელებიც ჰქვიათ: „რაჟდენიჩის გადასახვევი“, „ხეკის გაჩერება“, „მურიკოს გზატკეცილი“ (ალბათ, ასე, თავისებურად გამოხატავენ ჩვეულებრივი ადამიანები სიყვარულს და პატივისცემას)...


მაგრამ ქუთაისში არის ერთი „არაჩვეულებრივი სახლიც“ -  ქალაქის მერია - სადაც, შესაბამისად, „არაჩვეულებრივი ადამიანები“ მუშაობენ. მათ საჯარო მოხელეები ანუ თანამდებობის პირები ეწოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი თავის საუბარს ასე იწყებს: „ზედმეტსახელი? ასეთი რამ ნამდვილად არა მაქვს..“, წინასწარვე გეტყვით, რომ ქუთაისს მართავენ „ბალუ“, „სიროფა“, „ჭყიპინა“ და მანი მათნი...

 

 

ზორო

 

კახა ქორიძე მერიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსია. იგი ბავშვობაში, თურმე, ოცნებობდა, „ზოროს“ მსგავსებოდა, სურდა, თანატოლებს მისთვის „ზოროთი“ მიემართათ, მაგრამ სურვილი სურვილად რჩებოდა და ოცნება ოცნებად, სკოლაში იგი თანაკლასელებისთვის „ბიკენტი“ იყო...

 

კახა ქორიძე: „ბავშვობაში ზედმეტი სახელი არ მქონია, მაგრამ მერვე კლასში ქალაქის პირველი სკოლიდან 23-ე სკოლაში გადავედი. ალბათ, იცით, რომ პირველ სკოლასთან არის ცნობილი „ბიკენტიას საქაბაბე“, ამიტომაც ახალ სკოლაში, რატომღაც, ამ საქაბაბესთან ვასოცირდებოდი და გავხდი „ბიკენტი“. ეს სახელი რაღაც დროის განმავლობაში მომყ-ვებოდა, თუმცა, ეს იყო სკოლის პერიოდში... სხვა სახელი არასოდეს მქონია. ოჯახშიც არ მომმართავდნენ სხვაგვარად, დედ-მამისთვისაც, უბრალოდ, კახა ვიყავი...

 

–  როგორ რეაგირებდით „ბიკენტიზე“?

 

–  თავიდან არ მომწონდა, მაგრამ მერე ისე შევეჩვიე, რომ კახაზე აღარ ვრეაგირებდი და მხოლოდ „ბიკენტიზე“ ვიხედებოდი. თუმცა, ახლა, რეზერვისტებში რომ ვიყავით, კიდევ ერთი მეტსახელი შემარქვეს- „პაუკი“, კიდევ გვყავდა „ბეტმენი“. ისე, ადრე, ბავშვობაში, ძალიან მინდოდა, „ზოროს“ ვმსგავსებოდი და ჩემს თანატოლებსაც ასე მოემართათ ჩემთვის. ეს ფილმის ზეგავლენა იყო. მინდოდა, სამართლიანი და კეთილშობილი ვყოფილიყავი, რამდენად შევLელი ეს, არ ვიცი.

 

სიმართლე გითხრათ, ზედმეტი სახელი ცუდი არ არის. მე არ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ზედმეტი სახელით მომართვა, ოღონდ მხოლოდ უახლოეს ადამიანს უნდა შეეძლოს ამის გაკეთება, თან უნდა იცოდეს, სად მოგმართავს. მეც მიმიმართავს მეტსახელით ჩემი მეგობრებისთვის. აქ, ამ შენობაშიც აქვთ მეტსახელები,ამის შესახებ, ალბათ, თავად გეტყვიან.

 

ჩინოვნიკურმა მდგომარეობამ მეგობრებთან დამოკიდებულება ხომ არ შეცვალა?

 

–  არა. მე ყოველთვის ვცდილობ, დავდგე გამოცდის წინაშე. ვფიქრობ, ჩინოვნიკობამ არ შემცვალა არც ადამიანებთან და არც მეგობრებთან ურთიერთობაში.

 

 

ნინჩო

 

მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმ:ღვანელს ნანა დოღონაძეს არავითარი მეტსახელი არ ახსენდება და, როგორც თავად ამბობს, „ის ყოველთვის ყველასათვის ნანა იყო“, ჩვენ მაინც გავიგეთ, რომ მერიაში მას, მოფერებით, „ნანაჩოს“ ეძახიან. თუმცა, მას კიდევ აქვს ერთი მეტსახელი- „სპორტისა და კულტურის პრიმადონა“, რომელზეც ექსკლუზივი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენს გაზეთს ეკუთვნის.

 

ანა დოღონაე: - „მეტსახელი არასოდეს მქონია, არც ბავშვობაში, არც ახლა..სკოლის ამხანაგებიც და სკოლის გარეთა მეგობრებიც ყოველთვის ნანათი მომმართავდნენ. თუმცა, ნანას აქვს უამრავი მოფერებითი თუ ალერსობითი ფორმა, მაგრამ მე ყოველთვის აშკარად გამოხატული „ნანა“ ვიყავი.

 

 მოგწონთ, ადამიანებს მეტსახელები რომ აქვთ?

 

–  რატომაც არა. ჩემი დამოკიდებულება ამისადმი ნორმალურია. ზედმეტი სახელით არ მცირდება ადამიანი, თუმცა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას დაგიძახებს და რა ფორმით იქნება ეს ნათქვამი. თუ მეტსახელი მოფერებითია, ეს ხომ ძალიან კარგია...

 

 მეტსახელი ადამიანს უნდა ჰგავდეს?

 

–  ალბათ, ეს ხომ მისი ხასიათიდან არის გამომდინარე. მის ბუნებას უნდა ჰგავდეს. მეტსახელი ადამიანის პიროვნებაზე ლაპარაკობს.

 

– გული ხომ არ გწყდებათ იმაზე, რომ მეტსახელი არა გაქვთ?

 

–  ამას ხომ ხელოვნურად ვერ დაირქმევ. Lალად ეს საქმე არაფრით არ გამოვა, რადგან ძალიან ბუნებრივი, თავისთავადი რამეა, ხო?!

 

 კახა ქორიეს სურდა, „ზორო“ ყოფილიყო, თქვენ არ გსურდათ, „ჯულიეტა“ ყოფილიყავით?

–  ეს, ალბათ, რაღაც ასაკობრივია. მე „ჯულიეტობაზე“ არ მიოცნებია...

 

 

 

 

ბასტი-ბუბუ

 

ერთ-ერთი ყველაზე სიტყვაძვირი რესპონდენტი ვიცე-მერი თემურ იოსებაშვილი აღმოჩნდა. მას ყველა ჩვენს შეკითხვაზე დაახლოებით ერთნაირი, უარყოფითი პასუხი ჰქონდა - „არა“. ამიტომაც, პირობითად, მას მეტსახელად სწორედ „არა“ შევურჩიეთ. თუმცა, „ვარდების რევოლუციამდელ“ ეპოქაში ქუთაისში საკმაოდ ცნობილ ძმებს - თემურ და დათო იოსებაშვილებს, თურმე, „ბასტი-ბუბუს“ ეძახდნენ...

 

თემურ იოსებაშვილი: „რა ვიცი, ასეთი რამ მე არასოდეს მქონია. მეტი სახელი ადამიანისთვის დამამცირებელი არ არის, პირიქით, კარგია... კიდევ რა გითხრათ?! მშობლებისთვისაც თემური ვიყავი და მეგობრებისთვისაც...

 

 აქ, ამ შენობაში, თქვენს კოლეგებს თუ აქვთ მეტსახელები?

 

–  არ ვიცი.

 

-თქვენ თუ მიგიმართავთ სხვისთვის მეტსახელით სამსახურის გარეთ?

 

– თანამშრომლებისთვის არა, მეგობრებისთვის, ზოგჯერ, კი.

 

 

***

 

ქუთაისის კანცელარიის უფროსს გიგა ყურაშვილს რაიმე განსაკუთრებული ზედმეტი სახელი არა, მაგრამ მერიაში ყველაზე სუფთად მილაგებული მაგიდა, ალბათ, ნამდვილად აქვს.

 

გიგა ყურაშვილი: „არა, არავითარი ზედმეტი სახელი ბავშვობაში არ მქონია. რა ვიცი, ჩემი სახელი არის გიორგი და ყველა გიგას მე:ახის და ეს თუ ჩაითვლება ზედმეტსახელად. ისე სურვილი მაქვს, რომ რაიმე მეტსახელი მქონოდა.

 

_  საზოგადოებაში რომ მოემართათ ზედმეტი სახელით?

 

_  საზოგადოებაში ადამიანმა ადამიანს ნორმალურად უნდა მიმართოს, ყოველგვარი მეტსახელების გარეშე, მაგრამ შინაურ წრეში, სამეგობროში ასეთი მიმართვის ფორმა მაინც მისაღებია. მეგობრებს შეიძლება, მიმართო ბავშვობისდროინდელი შერქმეული სახელით. ამ შენობაში მე ყველას მივმართავ ბატონობით, ხოლო ამ კედლებს გარეთ, - უკვე ურთიერთობებიდან გამომდინარე. მაგალითად, მე მყავს ერთი მეგობარი მამუკა სვანიLე, ძალიან კარგი ბიჭი არის, ბავშვობის მეგობრები ვართ, ხუჭუჭთმიანი იყო და დავარქვით „ცხვარი“. მას სამეგობროში დღესაც ასე მიმართავენ.

ჩინოვნიკებშიც ბევრი მეგობრები მყავს: კახა ქორიძე, გიორგი კლდიაშვილი, თამაზ ჩაკვეტაძე...ვიცი მათი ზედმეტი სახელები, მაგრამ არასოდეს არ მიმიმართავს მათთვის მეტსახელით. კახა- კახაა, გოგა-გოგაა, თამაზი- თამაზია...

 

_ თქვენი პერსონიდან გამომდინარე, რომელი მეტსახელი უფრო მოგესადაგებოდათ?

 

– ამაზე არ მიფიქრია, თუმცა, ხანდახან გულიც დამწყვეტია, რომ ზედმეტი სახელი არა მაქვს. ამას მეგობრები წყვეტენ, იგონებენ და არქმევენ. არ ჩათვალეს, ალბათ, ჩემმა მეგობრებმა საჭიროდ და არ დამარქვეს..

 

 

ბალუ

 

ოგა კლდიაშვილს  მერიის  აპარატის უფროსის თანამდებობა უჭირავს. მიუხედავად იმისა, რომ თავის ზედმეტსახელად მას გვარიდან გამომდინარე(კლდიაშვილი) „ნიკნეიმი“- „კლდეა“ ურჩევნია, მაგრამ სამეგობრო წრეებში მას მეორე, უფრო გავრცელებული სახელიც- „ბალუც“ აქვს, რასაც თავად საგულდაგულოდ ასაიდუმლოებს. ამ მეტსახელის გარდა, გოგა კლდიაშვილი იმითაც გამოირჩევა, რომ ოთხ სხვადასხვა სკოლაში სწავლობდა. პროფესიით იგი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია.

 

გიორგი კლდიაშვილი: „განსაკუთრებული სახელი არ მქონია. შინაურობაში „გოგლის“ მეძახდნენ, ჩემი მეგობრები, გვარიდან გამომდინარე, - „კლდეას“. მას შემდეგ ახალი სახელი აღარ შეურქმევიათ. გოგას გარდა, არც სამსახურში და არც სამეგობროში არანაირ სახელს არ მეძახიან. არ ვიცი, მე ვარ ასეთი გამონაკლისი თუ სახელი ვერ მომინახეს.

 

 მერიაში ბევრ თქვენს კოლეგას აქვს ზედმეტი სახელი?

 

-– მე არავის ზედმეტი სახელი არ ვიცი. თუმცა, მაგალითად, თამაზ ჩაკვეტაJეს „თაზოთი“ მივმართავთ სამსახურის გარეთ.

 

სუფრაზე?

 

–  არც ერთ შემთხვევაში. მოფერებით თუ მოუქცევ სახელს ვინმეს, მაგალითად, გიგაზე „გიკუნას“ თუ ვიტყვი, თორემ სხვა არაფერი. ზოგს ქუჩაში და უბანში „ურიკინეს“ ეძახიან, მაგრამ აქ ასეთი სახელი არავის ჰქვია და არც არავინ არვის ეძახის ასე.. გააჩნია, ზედმეტ სახელს ვინ დაგარქმევს და ვინ დაგიძახებს. მაგ ნიჭით გამორჩეული არასდროს ვყოფილვარ, რომ ვინმესთვის სახელი შემერქმია.

 

 ვინმეს თუ გსურდათ, მსგავსებოდით - კინოპერსონაჟს, წიგნის გმირს?

 

– რა ვიცი, ასეთი რომანტიკული არ ვყოფილვარ. 

 

 

სიროფა

 

ქუთაისის მერიაში არის ასეთი, მატერიალურ-ტექნიკური სამსახური, რომლის უფროსი, არც მეტი - არც ნაკლები, „სიროფიანი წყალია...“ უკაცრავად, გია ფხაკაძე - მეტსახელად „სიროფა“. ეს ზედმეტი სახელი მას ბავშვობიდან მოჰყვება, რადგან შორეულ ყრმობაში და ახლაც გაზიანი წყალი სიცოცხლეზე მეტად ყვარებია. ბატონი გია თავის მეტსახელს იმდენად არის შეჩვეული, რომ, როგორც თავად ამბობს, სულ არ ეწყინება, „ბატონო სიროფათი“ რომ მიმართონ...

 

გია ფხაკაე: „ბავშვობიდან მიყვარს სიროფიანი წყალი და ამიტომ „სიროფას“ მეძახიან. სიროფიან წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. ეს სახელი დღესაც მომყვება. შეიძლება, გიას დაძახებაზე არ მოვიხედო და „სიროფაზე“ აუცილებლად მოვიხედავ. პოლიტიკურ მოღვაწეობაში კი ჩემი მეტსახელის მიახლოებითი სახელი დამარქვეს - „მთავარი სიტკბო“.

 

 ახლა ამ სახელსაც გეახიან?

 

–  აუცილებლად. რა თქმა უნდა, მეგობრულ წრეებში და არა - ამ შენობაში. აქ მე ბატონი გია ვარ.

 

 ზედმეტი სახელების არსებობა კარგი ტრადიციაა?

 

–  მეტსახელი კომუნისტების დროიდან მოდის. ცუდი არ არის, მაგრამ სახელსაც გააჩნია. მაგალითად, მე ვამაყობ „სიროფათი“. მაშინაც შემი:ლია, ვიამაყო, თვით პრეზიდენტმაც რომ მომმართოს. მე ჩემი ზედმეტი სახელი ცხოვრებაში ხელს მიწყობს. არ მეთანხმებით, რომ „სიროფა“ ძალიან კარგი სახელია? სიტკბოსთან დაკავშირებული ყველაფერი კარგია.

 

 ამ შენობაში ბევრს აქვს ზედმეტი სახელი?

 

– აქვთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, არ მივმართოთ ასე. აქ არ იქნება ლამაზი, ვინმემ „ბატონო სიროფათი“ მომმართოს. თუმცა, მე მყავს მეგობარი, რომელსაც „ძმის გულს“ ვეძახით და ეს სახელი ძალიან საამაყოა.

 

 

კოსტია

 

„მწუხარე სახის რაინდი“- ეს ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის კოტე ქავთარაძისთვის ჩვენს მიერ შერქმეული სახელია. თუმცა, მას „საკუთარი ზედმეტი სახელიც“ აქვს - „კოსტია“, რომელიც რუსული სკოლიდან მოჰყვება.

კოტე ქავთარაძე: „ბავშვობაში რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, სადაც „კოსტიას“ მეძახდნენ, თუმცა სახლში სხვა სახელიც მქონდა- კოტიკო. ამ სახელით ჩემი მშობლები მომმართავდნენ. სკოლის შემდეგ, სამეგობროში, დღესაც ამ სახელით მომმართავენ.

 

 საჯარო სამსახურში რაიმე ახალი სახელი ხომ არ შეურქმევიათ?

 

– არა. არც ვიცოდი აქ სახელებს თუ არქმევდნენ ერთმანეთს.

 

 საერთოდ, მეტსახელების ტრადიცია თუ მოგწონთ?

 

–  ჩემს სახელს ბავშვობიდან შეჩვეული ვარ, სამეგობროში, გითხარით, დღესაც ასე მომმართავენ. ცუდი ამაში, არა მგონია, რამე იყოს. ჩემს მეგობრებსაც მივმართავ ასე. ეს ურთიერთობებიდან მოდის. ხალხში, უცხო საზოგადოებაში, ხალხის თვალწინ მიმართვის ფორმა სხვანაირი უნდა იყოს. თუმცა, ცუდი ამაში ნამდვილად არაფერი არ არის.

 

– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ გსურვებიათ,  რომელიმე პერსონაჟს ან ფილმის გმირს მსგავსებოდით?

– კი. დათა თუთაშხიას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჭყიპინა

 

„ჭყიპინა“, „კმარა“, „თაზო“ - ეს მეტსახელები ერთ პიროვნებას, ტერიტორიული მართვის სამსახურის უფროსს თამაზ ჩაკვეტაძეს ეკუთვნის.  მიუხედავად ამისა, ჩვენთან საუბარი მანაც საერთო სტილით დაიწყო: „მეტსახელი? არაფერი განსაკუთრებული არ მახსენდება.“ მაგრამ მოგვიანებით გაახსენდა, „ ცოდვა გამხელილი რომ ჯობია“ და დაიწყო...

 

თამაზ ჩაკვეტაე: „ძირითადად, „თომას“ მეძახიან, მაგრამ სკოლის პერიოდში „ჭყიპინას“ მეძახდნენ, სულ ვჩხუბობდი და ვკამათობდი. რევოლუციური სულის მატარებელი ბავშვობიდან ვიყავი და ეს მისწრაფება დიდობაში ამიხდა. მერე, პოლიტიკურ მოღვაწეობაში „კმარა“ დამარქვეს, პოლიცია რომ დამინახავდა, იძახდა, „კმარა“ მოდისო..

 

მოგწონდათ თქვენი მეტსახელები?

 

–  არა, თავიდან ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა ამ სახელს არავინ აღარ მეძახის. მხოლოდ „თომა“ შემრჩა.

 

 ამ შენობაში თუ აქვთ მეტსახელები?

 

– აპარატის უფროსს სამეგობროში ვეძახით „ბალუს“, გია ფხაკაძეს - „სიროფას“. ისე,  თუკი ჩემს ხასიათს მოარგებენ სახელს და დამიძახებენ, წინააღმდეგი არ ვიქნები. ოღონდ, შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს. სამსახურშიც მინდა, თანამშრომლებთან მეგობრული ურთიერთობიდან გამოვდიოდე. ხან თამაზი ვარ და ხან- ბატონო თამაზ... მეტსახელების ტრადიციაში ცუდი არაფერია, პირიქით, ქუთაისი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია და კარგიცაა.

 

 

***

 

რაც შეეხებათ მერიის სხვა ჩინოვნიკებს: ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გერმანე ხურციძე, ინტერვიუს ჩაწერის დღეს ცუდად გამხდარა და შინ წაუყვანიათ. სამწუხაროდ, მას ვერ გავესაუბრეთ, მაგრამ, როგორც თამაზ ჩაკვეტაძემ გვითხრა, მისი ნამდვილი სახელი გია ეგონა, გერმანე კი- შერქმეული.

 

დასუფთავების სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერაძემ ხელი აგვიქნია, არ მეზედმეტსახელება, ბევრი საქმე მაქვსო...

 

რაც შეეხება გივი ჯიბლაძეს, მასთან საუბარი საჭიროდაც არ ჩავთვალეთ, რადგან მერიამ კი არა, მთელმა ქალაქმა იცის და ახსენებს მის მეტსახელს - ჯიბოს...

 

რაც შეეხება მერის მოვალეობის შემსრულებელს გია გიორგაJეს, სამწუხაროდ, მისი მეტსახელი ვერ დავადგინეთ, მაგრამ „ქვემდგომები“ მასთან თურმე ზედმეტად დელიკატურები არიან და, „ბატონობის“ გარდა, მამის სახელითაც „გელაევიჩით“  მიმართავენ...

 

ასე რომ, წლები გავა და ვინ იცის, შეიძლება, ვინმემ თქვას კიდეც: „ეს მაშინ იყო, ქუთაისს „სიროფა“, „ჯიბო“, „ჭყიპინა“ და ძმანი მათნი რომ მართავდნენო...“

 

 

მაგდა ჩინიჯიშვილი 

ნინო ჯანელი

 

გაზეთი „P.S.“, 2005 წელი, 3 - 9 იანვარი, 1 (305)

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 13004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია