დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანიის ელჩი: -„მე რომ ქართველი ვიყო| ოლიმპიადაზე წასვლაზე უარს ვიტყოდი“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/31 17:44:04

გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველების  წასვლა-არწასვლის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ გადაწყვეტილება   ქართველებმა ფხიზელი გონებით უნდა მიიღონ.

„ეს ძალიან მწვავე საკითხია. ალბათ მე რომ ქართველი ვიყო, წინააღმდეგი ვიქნებოდი ოლიმპიადაზე წასვლისა, განსაკუთრებით მეჩირაღდნის პრეცედენტის შემდეგ, რადგან ამას პროვოკაციად და შეურაცხყოფად ჩავთვლიდი, თუმცა, მე არ ვარ ქართველი და შემიძლია ამ საკითხს ცივი გონებით შევხედო. ისტორიას ახსოვს ოლიმპიადის ბოიკოტის მაგალითები, მაგრამ  ამას რეალური პოლიტიკური შედეგი არ მოუატანია. ამიტომ დააკვირდით საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას და ფხიზელი გონებით გადაწყვიტეთ“,-აცხადებს ორთვინ ჰენიგი.

გერმანიის ელჩი ასევე  საქართველოში არსებულ  პოლიტიკურ კულტურაზე  საუბრობს:

„თქვენთან პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ შავ-თეთრია, მტრებად და მეგობრებად ხართ დაყოფილი. ქართული პოლიტიკა მუშაობს პრინციპით: „გამარჯვებულს ყველაფერი“.  ეს უნდა დასძლიოთ“,-ამბობს ელჩი.

 

წყარო: ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია