დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავა
ქალი, რომელმაც „P.S.“-ის ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, მერიის კუთვნილ ფართს უკანონოდ აქირავებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/31 17:18:21

ქალაქ ქუთაისში, ფალიაშვილის ქ . №23-ში ( ე.წ. პასაჟას ტერიტორია ) განთავსებილი კომერციული ფართის მესაკუთრე ინდ. მეწარმეები: ეკატერინე ალფაიძე, ავთანდილ შანიძე და ბესიკ სურმავა  ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, მზია გიორგაძეს აღნიშნული ფართის ნაწილის უკანონოდ მითვისებასა და უნებართვოდ გაქირავებაში ადანაშაულებენ.

 

 მეწარმეები ქალაქ ქუთაისის მერიას მიმართავენ თხოვნით, რომ დადგინდეს, ვინ არის  აღნიშნული ფართის მესაკუთრე  და ამავე დროს,  როგორც უსაფრთხოების,  ასევე - კომერციული თვალსაზრისითაც, აიკრძალოს საერთო სარგებლობის გასასვლელში ყოველგვარი ობიექტის მოწყობა.

 

ფალიაშვილის №23 ში განთავსებული ფართის ნაწილი 2012 წლის 21 მაისს, ღამით მომხდარი ხანძრის შედეგად დაიწვა. კერძო მესაკუთრეებს ფინანსური და მატერიალური ზარალი მიადგათ. ხანძრის კერასაერთო სარგებლობის გასასვლელში უკანონოდ მოწყობილი ობიექტები წარმოადგენდა, სადაც მოხდა ელექტროსადენების გადატვირთვა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ამ ფაქტს ექსპერტიზაც ადასტურებს.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, დღესდღეობით ამ სადავო ტერიტორიაზე, საერთო გასასვლელში კვლავ რამდენიმე სავაჭრო   ობიექტია განთავსებული, დაწყებული ხორცის მაღაზიით, საკანცელარიო ნივთებითა თუ ფეხსაცმელების შეკეთებით, დამთავრებული ქსეროქსითა და გასაღებების გამრავლებით.

 

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ იქ არსებული კერძო ფართის მფლობელები ერთ-ერთი ინდ. მეწარმის, მზია გიორგაძის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიით სარგებლობდნენ.  ეს სწორედ ის ქალბატონია, რომელიც წლებია, ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე დღემდე აქირავებს ფართებს საერთო სარგებლობის გასასვლელში. ჩვენთან საუბარში ხორცის დახლის მეპატრონემაც განაცხადა, რომ ის ამ ფართში 400 დოლარს იხდის ქირას  თვეში. დოკუმენტაცია მოვთხოვე, მაგრამ მას არანაირი არაფერი  ოფიციალური საბუთი არ ქონდა. „მაშინ არ ჰქონდა არანაირი დოკუმენტი“- განაცხადა დახლის მეპატრონემ, ლერი მარდალეიშვილმა.

 

როგორც მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მიერ თანამესაკუთრებისათვის გაგზავნილი პასუხიდან ჩანს, აღნიშნულ ქუჩაზე  არსებულ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე განთავსებული კომერციული ფართები 13 მეწარმის საკუთრებაშია, მათ შორის, ერთ-ერთ თანამესაკუთრედ ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეული ირიცხება, კერძოდ მის საკუთრებაშია ე.წ  „პასაჟას“ საზოგადოებრივი გასასვლელი ფართით 57,31მ2.

 

ერთ-ერთმა ინდ. მეწარმემ თამაზ მელაშვილმა  რედაქციასთან საუბრისას განაცხადა : „წლებია, რაც საჩივრებს ვწერთ მერიას, თითქმის ყველა მერს მივმართეთ, ვთხოვეთ, რომ აეღოთ უკანონო ობიექტები  „პასაჟას“ ტერიტორიიდან , იმიტომ , რომ უკანონოა და კეტავს საერთო  გასასვლელს, რომლის ჩაყოლებაზეც  ჩვენი მაღაზიებია განთავსებული  და ხელს გვიშლის ჩვენი პროდუქტის რეალიზაციაში.

 

არავინ იცის, რა დოკუმენტაციის საფუძველზე მიისაკუთრა ეს ტერიტორია მზია გიორგაძემ, მას არ შეუძლია, ან უბრალოდ არ უნდა, რომ დაგვიმტკიცოს სხვა მესაკუთრეებს, არის თუ არა მის სახელზე ნამდვილად დამტკიცებული კონკრეტული ფართი და თუ არ არის, რატომ აქირავებს სხვებთან შეუთანხმებლად.

 

გვაქვს ეჭვი, რომ რადგან მერიამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა ჩვენს საჩივრებზე, არ არის გამორიცხული რომ მერიის რომელიმე ჩინოვნიკიც იღებს რაიმე სარგებელს გიორგაძისგან.

 

მელაშვილმა  მერიასთან ბოლოს მიწერილ ერთ-ერთი წერილის პასუხი გაგვაცნო, სადაც წერია, რომ : „საერთო სარგებლობის გასასვლელში განთავსებული სამეწარმეო თუ კომერციული  ობიეტქები არ ზღუდავენ ქალაქის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ საზოგადოებრივ სივრცეს“. მერიის წერილში აღნიშნულია, რომ თუ მიზან-შეუწონლად მიიჩნევენ აღნიშნული ობიექტების არსებობას, ეს თანამესაკუთრეებმა შესაბამის კრაბაზე უნდა გადაწყვიტონ.  რაც შეეხება მერიას, როგორც ქალაქის თვითმმართველი ერთეული და მხარე, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს  კრების მუშაობაში და საჭიროებისამებრ, სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში.“

 

ჩვენ მოვითხოვთ გაათავისუფლონ საერთო გასასვლელი და მოგვცენ ნორმალური მუშაობის საშუალება, მერია სხვაგან რომ ეძებს უკანონო ნაგებობეს, ჯობს წინ გაიხედოს და მოაგვეროს ეს პრობლემა“- განაცხადა თამაზ მადაშვილმა.

 

წერილში აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რედაქცია  ქალბატონ მზია გიორგაძეს დაუკავშირდა და მისი პასუხების მოსმენა გადაწყვიტა, თუმცა  შეხვედრაზე  წინასწარ შეთანხმებულ ჟურნალისტს მზია გიორგაძემ და მისმა ქალიშვილმა არაორდილალური დახვედრა მოუწყვეს. ძალიან გაღიზიანდნენ ჟურნალისტის კითხვაზე საკუთრებასთან დაკავშირებით, ლანძღვა-გინება დაიწყეს, კამერა წაართვეს და მასალა, სადაც, ჟურნალისტისადმი შეურაცხმყოფელი მიმართვები იყო ჩაწერილი  იძულების წესით წააშლევინეს.

 

მზია გიორგაძის ასეთი კანონშეუსაბამო მოქმედება იმის ვარაუდის  საშუალებას იძლევა, რომ ის მართლაც უკანონოდ, ვიღაცის მფარველობით ახერხებს მერიის კუთვნილი ფართის უკანონო გაქირავებას.

 

ჩვენ  ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ და ამჯერად , სამომავლოდ მერიის შესაბამისი სამსახურის პასუხებით დავინტერესდებით, ვისაც ეს საკითხი ეხება. მერიის პოზიციას აღნიშნულ საკითხებზე უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3375
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია