განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახალი სქემაზე მუშაობს, რომელიც უკვე არსებულ პედაგოგთა სერთიფიცირების პროცესს ჩაანაცვლებს. მასში ჩართულები იქნებიან, როგორც სერთიფიცირებული, ასევე, არასერთიფიცირებული პედაგოგები. ამასთან, მინისტრი საჯარო სკოლების დირექტორებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ სერთიფიცირებულ და განსაკუთრებით, ახალგაზრდა პედაგოგების დასაქმებაზე იზრუნოს, რომ მათთვის ეს პროფესია მიმზიდველი გახდეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხდებით, სასერთიფიკაციო გამოცდების სქემა არასწორად დაიგეგმა , რის მიხედვითაც 2015 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მასწავლებლების სერიოზული პრობლემა შეიქმნებოდა. ამ დროისთვის კი სამინისტრო შეფასების ახალი სისტემაზე მუშაობს, მოხდება მასწავლებლების გადამზადება.
„სერთიფიცირება შეფასების ერთადერთი საშუალება არ იქნება. მას პრაქტიკული ნაწილიც დაემატება. სერთიფიცირების გამოცდა აუცილებლად განიცდის ტრასფორმაციას. კომპლექსური შეფასება გვექნება. მალე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევა დაიწყება, რომელიც გვიჩვენებს, სად გვაქვს სამუშაო. გვაქვს სხვა კვლევების შედეგები, რომელზეც ეს ალტერნატიული მოდელი ავაგეთ. თუმცა, კვლევა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, საბოლოო იქნება, რომ ეს პრობლემა ბოლომდე გადავწყვიტოთ. პრობლემა მოგვარებადია. სქემა, რომელსაც პედაგოგებს შევთავაზებთ ყველასთვის სავალდებულო იქნება. ყველა პედაგოგს განვითარების თანაბარი შესაძლებლობა ექნება-აღნიშნავს თამარ სანიკიძე.
წყარო:edu.aris.ge