დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროცესი
ვანო მერაბიშვილი სასამართლო პროცესებს ხანდახან დაესწრება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/30 14:01:27

დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესია ჩანიშნული. თავად განსასჯელი პროცესზე არ იმყოფება. ყოფილი პრემიერ–მინისტრი ქუთაისში დაგეგმილი მომდევნო სასამართლო პროცესებიდან მხოლოდ რამდენიმეს დაესწრება.

 

ამის შესახებ facebook–ში მერაბიშვილის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

 

„ბატონო მოსამართლევ, ჩემი აზრით, ქუთაისის სასამართლომ უკვე არაერთგზის მიიღო უკანონო გადაწყვეტილება - ჩემთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, წინასასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება და სასამართლო პროცესებზე ბრალდებისთვის 4000-მდე მოწმის დაკითხვის საშუალების მიცემა. წინა სასამართლო სხდომაზე მე აგიხსენით, რომ ჩემთვის რთულია თბილისიდან ქუთაისში სიარული და გთხოვეთ, რომ არ ჩაგენიშნათ კვირაში ერთზე მეტი პროცესი, რის პასუხადაც თქვენ განაცხადეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში კვირაში სამ პროცესსაც კი ჩაატარებდით. თქვენმა განცხადებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ქუთაისში მე არ უნდა ველოდო სამართლიან სასამართლოს. ამიტომ მე გადავწყვიტე, შევწყვიტო ქუთაისის სასამართლოში სისტემატური სიარული და საზოგადოების ყურადღება მივაპყრო ამ საკითხს. დღეიდან მე მხოლოდ რამდენიმე პროცესს დავესწრები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია