დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები 2013
ქუთაისში გიორგი მარგველაშვილს ამომრჩეველთა 55-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/28 13:56:09

ქუთაისში 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში  63 458 ამომორჩეველმა მიიღო  მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლების 39,91%-ია. ხმები პრეზიდენტობის კანდიდატების მიხედვით ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში შემდეგნაირად გადანაწილდა:

გიორგი მარგველაშვილი – 35 223 ხმა (55,51%);

დავით ბაქრაძე – 16 619 ხმა (26,19%);

ნინო ბურჯანაძე – 6 214 ხმა (9,79%);

შალვა ნათელაშვილი – 2 284 ხმა (3,6%);

გიორგი თარგამაძე – 808 ხმა (1,27%).

 

პირველი ხუთეულის გარდა ყველაზე მაღალი – 401 ხმა მიიღო კობა დავითაშვილმა.

ყველაზე ცოტა, 6-6 ხმა მიიღეს ქართლოს ღარიბაშვილმა და თეიმურაზ ბობოხიძემ.

 

 

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, ქუთაისის უბნების ყველა ხმა უკვე დათვლილია და ყველა ოქმის მონაცემი შეტანილია საერთო სისტემაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2771
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია