დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამართალი
ბაჩო ახალაიას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/28 12:52:36

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბრალდებულების ბაჩანა ახალაიას და ამჟამად ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას, დავით ჭაკუას და რევაზ ჭარბაძის მიმართ.

როგორც სასამართლოს სპიკერ მოსამართლემ, ეკა არეშიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია

ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად ორი და მეტი თავისუფლებაშეზღუდული პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს

გარდა ამისა, ბაჩანა ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალად ედებოდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმის არსებითად განხილვისას ბაჩანა ახალაიამ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარემ ისარგებლა საგამონაკლისო უფლებით და პროცესზე დაიკითხა დაცვის მხარის 3 მოწმე და ბრალდებული ბაჩანა ახალაია

რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით, მათ შორის ბარლდების მოწმეთა ჩვენებებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და შესაბამისად მათი სხდომაზე ზეპირი გამოკვლევა არ მომხდარა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 8 სასამართლო სხდომა. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე შეკრებილი მასალების შეფასების შედეგად, ბრალდებულები ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში

სასამართლომ ასევე, ყველა ბრალდებულს მოუხსნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333- მუხლის მესამე ნაწილის ,," და ,," /პუნქტებით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, ვინაიდან მიიჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 144- მესამე პრიმა მუხლი მოიცავს აღნიშნულ დანაშაულს და ცალკე კვალიფიკაციას არ საჭიროებს; სასამართლომ ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, დავით ჭაკუა და რევაზ ჭარბაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144- მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,", ,,"", ,,", ,," და ,," /პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და თითოეულ მათგანს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, მათვე 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ"" საქართველოს კანონის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და საბოლოოდ ყველა ბრალდებულს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლითა და 9(ცხრა) თვის ვადით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის და 3(სამი) თვის ვადით

ასევე ბაჩანა ახალაიას დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4.000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო დანარჩენ ბრალდებულებს - ჯარიმა 3.000(სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

განაჩენი ბაჩანა ახალაიას მიმართ შეიძლება, გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ხოლო იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც გასამართლებულნი იქნენ დაუსწრებლად, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია