დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის შტაბში ამომრჩეველთა პასიურობას შემოდგომას უკავშირებენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/27 18:16:56

გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსის, ზაზა მარუაშვილის განცხადებით, ქუთაისში საარჩევნო პროცესი პასიურად მიმდინარეობს. იგი უკმაყოფილოა, რომ საკუთარი  პოზიცია საღამოს 5 საათისთვის ქუთაისის საარჩევნო სიაში აღრიცხული 159 ათასი ამომრჩევლიდან მხოლოდ  48 188-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. მარუაშვილი ქალაქის მასშტაბით აღმოჩენილ დარღვევებზეც ზოგადად საუბრობს.

 

„საარჩევნო პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდად მიმდინარეობს, მთავარია –  დემოკრატიულად და ღიად. ზოგად დინამიკას რაც შეეხება, აქტივობა საშუალოა, 16:00  საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა  30%-ია გამოცხადებული. არ ვიცი დაწვრილებით, რა სიტუაციაა. როგორც ვიცით, კარუსელების მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ვიცით კონკრეტული ადამიანების გვარები, რომლებიც უბნებზე პროვოკაციას აწყობდნენ. იყო ხალხის დაშინების მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პარტიას. რამდენიმე უბანზე საკონტროლო ფურცლის გარეშე დაიწყო საარჩევნო პროცესი, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი  სააჩევნო პროცედურა არ შეწყვიტა, რაც დარღვევაა და, ალბათ, მომხდარზე ოლქის თავმჯდომარე აიღებს პასუხისმგებლობას. როგორც კულისებიდან ვიცი, ამომრჩეველს,  მოსყიდვის მიზნით, სხვადასხვა პარტიები გარკვეულ თანხას უხდიან,“ - აღნიშნა ზაზა მარუაშვილმა.

 

მარუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ქუთაისელების პასიურობას შემოდგომას „აბრალებს“. მისი განცხადებით, ხალხი სოფლებშია წასული და ხმის მიცემას ამ დრომდე ვერ ახერხებს. „საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე ველოდებით, რომ ქუთაისში ამომრჩეველთა აქტიურობა გაიზრდება.“ – ამბობს გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია