17 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ მესამედმა მიიღო. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ბოლო ინფორმაციით, ქალაქის 127 უბანზე ხმა 51 901-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო სიის 32,65% -ია.
კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი ამბობს, რომ აქტივობა საგრძნობლად დაბალია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ოსეფაიშვილის თქმით, ყველა საჩივარი მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს ეხება.