დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებზე ზეწოლა ხორციელდება“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/26 15:22:04

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისის რესურსცენტრის დირექტორად ბადრი ვაშაკიძის დანიშვნას გამოეხმაურა. წულაიას განცხადებით, მაშინ, როდესაც რესურსცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა სამ თვეზე მეტია ვაკანტურია, „ქართულმა ოცნებამ“სკოლის დირექტორებს ზედამხედველი მხოლოდ არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაუნიშნა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანამდებობაზე ხელმძღვანელი სამ თვეზე მეტია არ არის, განათლების სამინისტრომ ქუთაისელ დირქტორებს ზედამხედველი არჩევნების წინ დაუნიშნა. უფრო მეტიც, 28 ოქტომბერს არჩევნების მეორე დღეს ახალმა ხელმძღვანელმა დირექტორებს შეხვედრა დაუნიშნა, სადაც გაიგებენ, ვინ შეინარჩუნებს დირექტორის პოსტს და ვინ არა, რაც იმთავითვე არის ზეწოლა დირექტორებზე. არჩევნების მეორე დღეს, როდესაც  თითქმის ყველა სკოლაში ტარდება არჩევნები, მიუხედავად იმისა, არის თუ არა დირექტორი კომისიის წევრი, მას  სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე მაინც მოუწევს მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ყოფნა, მეორე დღეს კი  თათბირზე წასვლა მოუწევს“-განაცხადა გოგი წულაიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია