დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისის მერიიდან შვებულებაში გასული 81 თანამშრომელი ბაქრაძის სასარებლოდ მუშაობს“-გოგი წულაია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/26 13:26:03

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წევრებმა საარჩევნო პერიოდში აღმოჩვენილ დარღვევებზე ისაუბრეს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტრომ მასზე დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულა, რის გამოც საარჩევნო სიებში კვლავ არარსებული ადამიანები არიან.

„საარჩევო სიები კვლავ გაბერილია, არასებულ კორპუსებში არარსებული ადამიანები არაინ რეგისტრირებულნი. აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე ხელი ისევ და ისევ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიუწვდება, რაც  ნიშნავს იმას, რომ ამ სიებით ხმებს დავით ბაქრაძე მოიპოვებს“-აღნიშნა გოგი წულაიამ.

წუილაია ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა შვებულებაში გასვლასაც შეეხო, მისი განცხადებით, ამ დროისთვის მერიიდან შვებულებაში 81 ადამიანია გასული.

„ვინაიდან მერიაში არაფერი შეცვლილა, თანამდებობებზე მხოლოდ „ნაციონალები“ რჩებიან. რომელთაგანაც 81 ერთობლივად არის გასული შვებულებაში, არამგონი ისინი საშემოდგომო სამუშაოებით იყვნენ დაკავებულნი, უბრალოდ მათი მიზანია ბაქრაძის სასარებლოდ იმუშაონ“-განაცხადა წულაიამ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ წინა წლებთან შედარებით, მშვიდი საარჩევნო გარემოა, რაც მათი თქმით, ახალი ხელისუფლების დამსახურებაა, ასევე ნაკლებად არის პოლიცია მობილიზებული და არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება იმ მასშტაბით, როგორც გასულ წლებში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია