დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულ მუშებს კუთვნილ ხელფასს არ აძლევენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/25 13:08:26

 

ქუთაისში, გაპონოვისა და წერეთლის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები 6 თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, მიმდინარე წლის მარტში, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.

"ყოველდღე გვატყუებენ მოგცემთო. მიგვიყვანენ ბანკთან, ახლა ჩამოირიცხება და აიღებთო, მაგრამ დღემდე არ დარიცხულა თანხა. წვიმაში, მზეში ვმუშაობდით ქუჩაში კა ერთი თეთრიც არ აგვიღია სანაცვლოდ",–ამბობს ერთ–ერთი მუშა მამუკა სიმსივე.

ქუთაისსი გაპონოვისა და წერეთლის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაობს შპს "ქეთურინა" ასრულებს. ქუთაისის მეირიის მიერ გამოცხადებული ტენდერი კომპანიამ მიმდინარე წლის მარტში მოიგო. 185 ათას ლარიანი ტენდერის პირობების მიხედვით, "ქეთურინას" აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემა უნდა მოეწესრიგებინა. როგორც მუშები აცხადებენ, მათ სამუშაოები კეთილსინდისიერად, ვადების დაცვით შესრულეს და ახლა კომპანიისგანაც იგივეს ელოდებიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების მოტყუების ფაქტზე, პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია პასუხისმგებლობას ქუთაისის მერიას  აკისრებს. მისი თქმით, მსგავს შემთხვევებში, სწორედ ტენდერის გამომცხადებელმა უნდა უზრუნველყოს, კომპანიის მიერ  ვალდებულებების შესრულების იძულება  და მათ შორის დაქირავებული მუშების ანაზღაურება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 7 მუშა იყო დასაქმებული. ხელშეკრულების მიხედვით თიოეულ მათგანს დღიური ანაზრაურების სახით 25 ლარი უნდა მიეღო, რაც ჯამში 1050 ლარს შედგენს. 

შესაბამისად გამოდის, რომ შპს "ქეთურინას" მუშების 7350 ლარი მართებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია