დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერაბიშვილის პროცესზე მოწმეებმა დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა დაადასტურეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/24 13:25:51

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ისინი დასაქმების პროგრამაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მოწმეთა  თქმით, მათ მოსახლეობის აღწერის ფარგლებში  შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციაც გააჩნიათ.  

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე 8 მოწმის დაკითხვა იგეგმება.

პროცესს ესწრება ვანო მერაბიშვილი, რომელიც წინა ორ სხდომაზე არ გამოცხადდა. პირველ შემთხვევაში მერაბიშვილმა პროცესზე დასწრებაზე უარი პროტესტის ნიშნად განაცხადა.  მისი თქმით, დასაკითხ მოწმეთა ვინაობა წინასწარ არ იყო ცნობილი. წინა კვირას კი ყოფილმა  პრემიერმა ქუთაისში ჩამოსვლა  ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ შეძლო. 

ამ წუთებში სხდომათა დარბაზში შესვენება გამოცხადდა.  საქმეზე მოწმეთა დაკითხვა პროცესის განახლების შემდეგ გაგრძელდება. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია