დაკითხვის მიზეზი ჩხუბი გახდა
წყალტუბოს პოლიციაში რეაბილიტაციის ფარგლებში ცივ ტბაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობზე დასაქმებული მუშახელი დაიბარეს. პოლიციაში დაბარების მიზეზი ჩხუბი გახდა. ადგილობრივი და აზერბაიჯანელი მუშები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
უკმაყოფილება შემსრულებელი კომპანიის მიერ შეთანხმების შეცვლამ გამოიწვია. დაქირავებელმა მხარემ მუშებს შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა.
ანაზღაურების შემცირების გამო წყალტუბოელმა მუშებმა აქცია გამართეს. ადგილობრივების განცხადებით, დამქირევებელი კომპანია აზერბაიჯანელი მუშა ხელით მათ ჩანაცვლებას გეგმავს, რის გამოც წყალტუბოელებსა და აზერბაიჯანელებს შორის დაპირისპირება მოხდა.