დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო კანდიდატებზე ტოტალიზატორებში ფსონს დებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/23 16:43:19

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4 დღე დარჩა. ქვეყანაში  საარჩევნო ციებ-ცხელებამ იმატა. საპრეზიდეტო კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრას და მათთვის სამომავლო გეგმებზე საუბარს აქტიურ რეჟიმში ახდენს. მოახლოებული არჩევნებით და შედეგებით საზოგადოება იმდენადაა დაინტერესებული, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებსა და შესაძლო მეორე ტურზე ტოტალიზატორებში ფსონის დადებაც დაიწყო.

 

ინიციატივა ინტერნეტ-ტოტალიზატორ www.europe-bet.com-ს ეკუთვნის. ტოტალიზატორმა საქართველოში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფსონების მიღება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბუკმეიკერებმა ყველაზე დაბალი ფსონი გიორგი მარგველაშვილს მიანიჭეს 1.10 

კანდიდატებიდან ფსონების გაკეთება მომხმარებელს, მხოლოდ 5 კანდიდატზე შეუძლია. მათთვის ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება, მის ფსონს 2.6 კოეფიციენტი აქვს. ინიციატორებმა არც მოწინააღმდეგეები დაივიწყეს. მათთვის ვინც ფიქრობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გაიმარტება ფსონის კოეფიცინეტი შედარებით დაბალი 1.4-ია. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია