დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკანონმდებლო ინიციატივა
პარლამენტი საპატრულო ჯარიმებს ამცირებს, თუმცა ნასვამ მძღოლებზე სანქციების გამკაცრებას გეგმავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/21 02:30:53

პარლამენტმა უკვე დაიწყო შსს- მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილება რამდენიმე კანონდარღვევაზე საჯარიმო სანქციების შემცირებას და ნასვამობაზე კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. მძღოლის ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობა კი ამიერიდან ახალი აპარატით შემოწმდება, რომლის ცდომილებაც მინიმალურია.

კურიერმაახალი ალკოტესტის ტესტი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარა. ძველი და ახალი ალკოტესტები ერთმანეთისგან ხარისხითაც განსხვავდება. ის აპარატები, რომლებიც პატრულის თანამშრომლებს რამდენიმე დღის წინ დაურიგდათ, გაცილებით უფრო ზუსტია და ორგანიზმში ალკოჰოლის რაოდენობის პროცენტულობას განსაზღვრავს. აღმოჩნდა, რომ უკვე მოძველებული აპარატურა არასწორი ჩვენების გამო, მოქალაქეების პრეტენზიის საგანი არაერთხელ გამხდარა. ნასვამობას ალკოტესტი მაშინაც აჩვენებდა, თუ აპარატში თამბაქოს კვამლი მოხვდებოდა

არასწორი ჩვენების მიზეზი, შესაძლოა, ნაბახუსევზე ყოფნა, საღეჭი რეზინი ან მძაფრი სუნის საკვებიც კი გამხდარიყო. „კურიერისექსპერიმენტში მონაწილე მძღოლი ორივე აპარატის გამოცდას დათანხმდა. ძველი ალკოტესტის პასუხზე გავლენა თამბაქოს კვამლმა მოახდინა და ნასვამობა აჩვენა

ახალ ალკოტესტზე ცდამ კი თამბაქოს კვამლითაც და მის გარეშეც აჩვენა, რომ მძღოლი ნასვამი არ იყო. ,,0,200 ქვევით არ ჯარიმდება და ითვლება ფხიზელ მძღოლად და 0,201 დან ზევით შემდგომ უკვე ნასვამად ითვლება და ჩვეულებრივად ჯარიმდება, როგორც ნასვამი მძღოლი“, - ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

თანამშრომელი ახალ აპარატში მონაცემების შეყვანის შემდეგ მძღოლს ადგილზე საბუთს აძლევს. დამატებითი ექპერტიზის ჩატარების აუცილებლობა ამის შემდეგ არ არსებობს. „სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსა და ამ ალკოტესტის შედეგი ერთსა და იმავე შედეგს აჩვენებს“, - ამბობს პოლიციელი

სიახლე არა მხოლოდ ალკოჰოლის განსაზღვრას ეხება. ცალკეულ შემთხვევებში ძალოვანი უწყება კანონის გამკაცრებას ითხოვს. მძღოლს მართვის უფლება ნასვამობის პირველივე შემთხვევაზე ჩამოერთმევა, ნაწილ შემთხვევაში კი დაგეგმილია ჯარიმების განახევრება

100-დან 50-ლარამდე მცირდება ჯარიმა ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის. საუბარია სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული სასჯელის შეცვლაზეც. ამ დარღვევას კი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდა ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული რადარებიც დააფიქსირებენ. თბილისში შერჩეული 27 ადგილიდან რადარი უკვე დამონტაჟდა 12-ზე

თითოეული რადარის სიახლოვეს სიჩქარის შეზღუდვის მაჩვენებელი საგზაო ნიშნებიც დაიდგა. ლევან მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: „იმ ადგილებზე, სადაც ჩვენ დავამონტაჟეთ ის რადარები, შარშან გვქონდა 22 ავტოსაგზაო შემთხვევა სიკვდილიანობით. წელს, საბედნიეროდ, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ორი შემთხვევა“.

რადარისა და კამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევის შემდეგ, მძღოლს საჯარიმო ქვითარი რეგისტრირებულ მისამართზე მისდის. თუმცა მანამდე დამრღვევი, ინფორმაციას ჯარიმების შესახებ მობილურზე ტექსტური შეტყობინებითაც იღებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია