დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო დახმარება
ამერიკელი ექსპერტები საქართველოში კვლევას ჩაატარებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/20 08:56:39

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს ფონდის (ABET Foundation) ექსპერტები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს  პროექტის ფარგლებში, საქართველოში კვლევას ჩაატარებენ.

ექსპერტები შეისწავლიან სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამულ, სამეცნიერო და ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების საერთაშორისო ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობას განსაზღვრავენ.

ფონდის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტის დროს, კვლევებთან ერთად, თემატურ სემინარებსაც ჩაატარებენ. 15 ოქტომბერს სემინარი ჩატარდა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 19 ოქტომბერს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 25 ოქტომბერს დაგეგმილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, 29 ოქტომბერს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ცნობისთვის, ABET წარმოადგენს აშშ-ს არასამთავრობო ორგანიზაციას, ხოლო აღნიშნული პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის (Compact) უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში. მიმდინარე წლის ივლისში MCC-მ საქართველოს $140 მილიონი გამოუყო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2609
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია