დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გოგი წულაია: – "ქუთაისის ტრანსპორტით ფულს ისევ ყოფილი ჩინოვნიკები შოულობენ"
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/19 14:06:03

 

პარტია "თავისუფალი საქართველოს"  ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია,  ქუთაისის სატრანსპორტო სფეროში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს და ამბობს, რომ გადამზიდავი კომპანიები, რომლებთანაც მერიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, გამუდმებით არღვევენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. წულაია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს მიმართავს, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეიმუშავებს  ახალ სქემას და დაადგენს რამდენი და რომელი  სვლაგეზებია საჭირო ქალაქისთვის.

"არც ერთ  გადამზიდავს არ აქვს ავტობაზა და ისინი გამუდმებით არღვევენ ხელშეკრულებას. არ არის საჭირო ეს მესამე რგოლი მერიასა და მძღოლებს შორის, რადგან ამ გაურკვევლობით კვლავ ყოფილი ჩინოვნიკები შოულობენ ფულს, ისინი ვინც ამ შპს–ების უკან დგანან.    კეთილი ინებოს მერიამ და ამ მძღოლებს გაუფორმოს ინდივიდუალური ხელშეკრულება და გაუქმდეს ფულის შოვნის ეს მესამე რგოლი. გარდა ამისა,შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს ერთხელ და სამუდამოდ რამდენი ხაზია ქალაქში საჭირო",–აცხადებს გოგი წულაია.

წულაიას თქმით, შექმნილი ვითარებით ყველაზე მეტად მძღოლები ზარალდებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია