დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/18 17:31:45

 ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 596.7 მილიონი კგ შეადგინა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (614.1 მილიონი კგ) შედარებით მოცულობა 2.8%-ით შემცირდა.

 


საწვავის კატეგორიების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-92 რეგულარი მარკის ბენზინი - 70%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 27%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 3%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი - 71%, ხოლო ევრო დიზელი - 29%.

ასევე, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 37.2 მილიონი კგ სანავთობო ბიტუმი (საგზაო ასფალტის შემადგენელი), რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 98.9% განხორციელდა ირანიდან.

საავიაციო ნავთის იმპორტმა 2013 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შეადგინა 61.9 მილიონი კგ, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 74% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 15%, ისრაელი - 8.6%, საბერძნეთი - 2.4%.

ასევე, 9 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 10.8 მილიონი კგ, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 29% განხორციელდა თურქეთიდან, 19.4 % - ირანიდან, 15.7% - გერმანიიდან და ..

ქვეყნების მიხედვით, 2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 33%, ანუ 197.1 მილიონი კგ (მათ შორის, ბენზინი - 147.4 მილიონი კგ და დიზელი - 49.7 მილიონი კგ). შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 26%, ანუ 155.4 მილიონი კგ (მათ შორის, ბენზინი - 20.1 მილიონი კგ და დიზელი - 135,300 ტონა); ბულგარეთი - 17%, ანუ 101.8 მილიონი კგ (მათ შორის, ბენზინი - 72.7 მილიონი კგ და დიზელი - 29.1 მილიონი კგ); რუსეთი - 14.3%, ანუ 85.3 მილიონი კგ (მხოლოდ დიზელი).

/წლის 9 თვის განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუმინეთიდან, შემდეგ მოდიან ბულგარეთი, აზერბაიჯანი, იტალია. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია