დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ონკოლოგიური საავადმოყოფოს ექიმები ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/18 13:58:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ქუთაისში, რეგიონალური ონკოლოგიური ცენტრის ეზოში 1963 წელს დაბადებული იასონ . და ამავე ცენტრის ექიმი, 1959 წელს დაბადებული დავით . ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა დავით - პირადი ჩხრეკისას 5 ამპულა, ხოლო იასონ - ჩხრეკისას 7 ამპულა მორფინი ამოიღეს.

ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დავით - ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის, ხოლო იასონ - ჰიდროკანაბინოლის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260- მუხლის 1-ლი ნაწილით).


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2824
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია