დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ისწავლე ბიზნესი!
ილიას უნივერსიტეტში ინოვაციური იდეების ბიზნეს ინკუბატორი შეიქმნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/18 12:29:49

პირველად საქართველოში, ინოვაციური იდეების ოპტიმიზაციისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბაზაზე შეიქმნა ბიზნეს ინკუბატორი - სივრცე, სადაც სტუდენტები შეძლებენ, განახორციელონ ინოვაციური "სტარტაf"  პროექტები.

პროექტის პარტნიორი საქპატენტია, მხარდამჭერები მიჩიგანის როსს ბიზნეს სკოლა და ლიმერიკის უნივერსიტეტი. ბიზნეს ინკუბატორის ფარლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი, შექმნან საკუთარი ბიზნესი 72 დღეში და ისარგებლონ ბიზნეს სკოლაში არსებული 3D ცენტრის სივრცით, რომელიც უზრუნველყოფს პროექტებში მონაწილე მხარეების სამუშაო გარემოს.

მონაწილეთათვის დაგეგმილია ტრენინგები ,,ინოვაციური იდეების გენერირება’’; ,,კვლევის მეთოდები და დიზაინი’’; ,,პროექტის მართვა და გუნდური მუშაობის პრინციპები’’; ,,საგრანტო წინადადებების მომზადება’’; ,,ინტელექტუალური საკუთრების გამოყენების შესაძლებლობები’’; ,,იდეების დაპატენდების პროცედურები’’. ინტენსიური პრაქტიკული მომზადების შემდეგ პროექტის მონაწილეები დაიწყებენ კონკრეტულ პროექტებზე მუშაობას.

პროექტებში ჩართვის მიზნით, პროექტის დაწყების პირველივე ეტაპზე მოხდება პოტენციური დონორების, საერთაშორისო ორგანიზაციების მოწვევა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი, პროფესორი მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნავს, ქართული ბიზნესის განვითარების დღევანდელ ეტაპზე ბიზნეს ინკუბატორ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალი იდეების გენერირებაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია