დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ინტერნეტის ხელმისაწვდომობა განათლებისთვის
საზღვრისპირა სკოლები ინტერნეტით შეუზღუდავად ისარგებლებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/18 02:54:13

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს,  სოფლების დვანისა და ტახტიძირის საჯარო სკოლებში ჩავიდნენ.

ადმინისტრაციულ საზღვართან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლებში სამინისტროს  წარმომადგენელთა წინა ვიზიტებისას გამოიკვეთა სკოლებში სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის პრობლემა,  რაც გამოწვეულია გამყოფი ხაზის მიღმა  არსებული მაღალსიხშირიანი  ანტენების ზემოქმედებით.

სამინისტრომ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება და გადაწყდა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლებში  ძლიერი მოდემი დამონტაჟდება. პროექტს „მაგთიკომი“ ეტაპობრივად განახორციელბს. შედეგად კი, აღნიშნულ სკოლებში ინტერნეტის სიჩქარე ოთხჯერ მაინც გაიზრდება. ამასთან, სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (Emis)  უზრუნველყოფს სკოლებში ახალი, უკაბელო (WiFi)  ქსელის დამონტაჟებას, ასევე VoIP ტელეფონების ინსტალაციას, რომელიც საშუალებას მისცემს სკოლებს განახორციელოს საგანმანათლებლო სისტემის სატელეფონო ქსელთან საიმედო და უწყვეტი კავშირი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ინფორმაციის გაცვლის კუთხით, სკოლებთან მჭიდრო და შეუფერხებელი კომუნიკაცია  სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აღსანიშნავია, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სკოლების მოსწავლეებს აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩართულიყვნენ ისეთ სასკოლო კონკურსებში, სადაც აუცილებლობას  თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება წარმოადგენდა.

ერთ-ერთი ასეთი კონკურსის დაწყებასთან დაკავშირებით,  თამარ სანიკიძემ განცხადება სოფელ დვანის საჯარო სკოლიდან გააკეთა და საზღრისპირა სკოლების მოსწავლეეებს მოუწოდა  ჩაერთონ სასკოლო  ბლოგების კონკურსში თემაზე  „გაიცანით ჩემი რაიონი“. 

კონკურსი ორიენტირებულია მოსწავლეთა მიერ ლოკალური გარემოს შესწავლაზე და მათი რაიონის/სოფლის/ქალაქის დადებითი მხარეების წარმოჩენასა და არსებული პრობლემების იდენტიფიცირებაზე, ასევე სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებაზე. მოსწავლეებმა მოკვლეული ინფორმაცია სტრუქტურირებულად უნდა წარმოადგინონ ბლოგის სახით (ინფორმაცია იხილეთ სამინისტროს ვებგვერდზე mes.gov.ge)

მინისტრმა სოფლების დვანისა და ტახტიძირის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას  სამინისტროს ახალი ინიციატივები გააცნო, ასევე მოისმინა მათი წინადადებები.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2517
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია