დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტი ქუთაისში
პრეზიდენტი: "ახლა თქვენ აძლევთ ხმას და მერე მე არავინ მითხრას – მიშა, რა დღეში ჩაგვყარეო"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/18 01:25:34

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მთავრობას პარლამენტის თბილისში გადატანა არ დაანებონ
„პარლამენტის ამხელა შენობა ჩვენ პრაქტიკულად ავაშენეთ ერთ წელიწადში, ერთი თვე უნდოდა კიდევ, რომ გარშემო ტერიტორიები მოწესრიგებულიყო. ახლა ეს ტერიტორია, იმის მაგივრად რომ მოწესრიგებულიყო და პარკები გაეკეთებინათ ქუთაისელებისთვის, ტბა, ხელოვნური პარკი, უამრავი რაღაცის გაკეთება იყო შესაძლებელი, გადაქცეულია საძოვრად. გუშინ აქ რომ გადავიფრინე, თივის ზვინებით იყო გარემოცული. ძროხებით არის აქაურობა სავსე. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პარლამენტი თანდათან საძოვრად გადაიქცა. მე მსურს ვუთხრა ქუთაისელებს, ერთ-ერთი მთავარი გეგმა რაც ამათ აქვთ, არის ის, რომ პირველ ტურში დაამთავრონ არჩევნები და პირველივე კენჭისყრაზე დააყენონ, ქუთაისიდან პარლამენტის აღება. მსურს ვუთხრა ქუთაისელებს, წყალტუბოელებს, ხონელებს, დასავლეთ საქართველოს მაცხოვრებლებს, ძალიან მიყვარხრთ, მაგრამ მერე არვინ არ მითხრას მე, რომ მიშა რა დღეში ჩაგვყარეო.  ახლა თქვენ აძლევთ ხმას. თქვენი გადასაწყვეტია უნდა იყოს თუ არა ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი, ეს ჩემი გადასაწყვეტი აღარ არის, მე ასე გადავწყვიტე და გავაკეთე, მერე თქვენ სხვანაირად გადაწყვიტეთ შარშან ოქტომბერში, ჩვენ მთელი წელი გვიჭირავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მართვა არ აიღონ, პირადად მე მიჭირავს კბილებით, რომ პარლამენტი არ წაიღონ აქედან, ისინი არჩევნების პირველ ტურში დამთავრებას ელოდებიან, იმისთვის, რომ პარლამენტი წაიღონ. ეს როგორ მოხდება, ჩემზე საერთოდ აღარ არის დამოკიდებული. დემოკრატიაა, მე დიქტატურა არ დავამყარე, პინოჩეტი არ გავმხდარვარ და ვერც გავხდებოდი, ძალიან მიყვარხართ და ძალიან გენდობით, ყველაფერი არის თქვენს ხელში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2522
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია