დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენ აპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ქვეყნის სიყვარული თუ პოლიტიკურობას ნიშნავს, მაშინ ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა!“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/17 22:02:07

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ და „ქალთა კლუბის“ წევრები ქუთაისში ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო კვირეულს შეუერთდნენ, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს და სოჭის ოლიმპიადა დაგმეს.

„ჩვენი ასოციაცია აპოლიტიკურია, მაგრამ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ზნეობრივ მოვალეობად მივიჩნიეთ გამოვხმაურებოდით  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ არავინ ვიცით მცოცავი ოკუპაცია როდემდე გაგრძელდება და სადემარკაციო ხაზს სადამდე გადმოიტანენ. შესაძლოა ხვალ ეს პრობლემა თითოეულ ჩვენთაგანს უშუალოდ შეგვეხოს, ამიტომ, ის, რაც დღეს ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ საერთო პრობლემად უნდა გავიხადოთ, ერთად გავაპროტესტოთ ოკუპაცია და დავგმოთ სოჭის ოლიმპიადაში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა"- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ და „ქალთა კლუბის“ პრეზიდენტმა მაკა ხეცურიანმა.

„ჩვენ აპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ, მაგრამ ქვეყნის სიყვარული თუ პოლიტიკურობას ნიშნავს, მაშინ ჩვენ გვიყვარს ეს ქვეყანა!“-აღნიშნეს ორგანიზაციის წევრებმა.

 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო კვირეული 20 ოქტომბერს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ცოცხალი ჯაჭვით დასრულდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია