დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გეგუთის ციხეში ორი პატიმარი შიმშილობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/17 16:08:12

გეგუთის ციხეში ორი პატიმარი ათ დღეზე მეტია შიმშილობს. პატიმრებმა ზაურ არძენაძემ და გელა შავაძემ პროტესტის უკიდურეს ზომას მას შემდეგ მიმართეს, რაც მძიმე დაავადების და სასჯელის დიდი ნაწილის მოხდის მიუხედავად, პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიამ ("უდო") უარი უთხრა. 

აღნიშნულ ფაქტს, სასჯელაღსრულების სამინისტროს 

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი ირაკლი კორძაია ადასტურებს, თუმცა მოშიმშილე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

"თუ პატიმრები წერილობით დაადასტურებენ თანხმობას სამედიცინო ისტორიის გასაჯაროებაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში გვექნება უფლება, მოგაწოდოთ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - აცხადებს კორძაია.

წყარო: „გურია ნიუსი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია