დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენთან სასწრაფოს ექიმები არ შემოდიან, ეშინიათ, თავში არაფერი დაეცეთ"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/16 13:14:45

ქუთაისში, გუგუნავას №12-ში მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, გუბაზ სანიკიძე საპარლამენტო არჩევნების წინ მათ დახმარებას დაჰპირდა, თუმცა მას შემდეგ მათი პრობლემებით არ დაინტერესებულა. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ დახმარების თხოვნით მერიას არაერთხელ მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.


გუგუნავას №12-ში  მდებარე ორ შენობაში 20-მდე ადგილობრივი ცხოვრობს. შენობები გასული საუკუნის 50-იან წლებში ყოფილი ელექტრო-მექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებლად აშენდა. ჩამონგრეული ჭერი, ჩამტვრეული ფანჯრები, აყრილი იატაკი - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც შენობის ბინადართ აწუხებთ.

 

მათ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ შენობაში არ არის წყალი და ბუნებრივი აირი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ეზოში არსებული ერთადერთი ონკანით სარგებლობს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც საერთო საცხოვრებლის გვერდით მდებარეობს, ყოველ მოსახლეზე 1,5 ლარს კრებს.

 

„ვის იანტერესებს ჩვენი პრობლემები, მერიაში მხოლოდ თანამდებობების გადანაცვლებით არიან დაკავებულნი. ჩვენს მაჟორიტარს არჩვენების მერე არც გავხსენებივართ. არც „ნაციონალები" იყვნენ ჩვენთვის და არც „ოცნებამ" გაამართლა. ასე უპატრონოდ ვართ. ტელევიზორში რომელიმე სოფლის პრობლემებზე რომ საუბრობენ ხოლმე,  გვეცინება, სოფელში კი არა, საპარლამენტო ქალაქში, მთავარი გზის პირას ვართ მოსახლეობა ამ მდგომარეობაში. სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, ექიმი არც კი შემოვიდა, „მეშინია, თავში არაფერი დამეცესო", ჩვენ კი ბავშვებთან ერთად ვცხოვრობთ აქ, ქვები და ფიცრები ცვივა სახურავიდან," - აცხადებენ გუგუნავას 12 ნომერში მცხოვრებლები. რომლებიც ვერც სოციალური დახმარებით საგრებლობენ, როგორც თავად აღნიშნეს, სოციალურმა აგენტმა მათ უთხრა, რომ ნორმალური საცხოვრებელი პირობების გამო დახმარება არ ეკუთვნით(?).

 

რა პირობებში ცხოვრობს მოსახლეობა სიდიდით მეორე ქალაქში და რა ბრალდებები აქვთ  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, იხილეთ გაზეთ „p.s.“-ის უახლოესი, ორაბათის ნომერში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია