დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფნა–არყოფნა, საკითხავი აი, ეს არის...
ბიძინა ივანიშვილი: "ოლიმპიადაზე უარის თქმას ყოველთვის მოვასწრებთ"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/15 23:33:02

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა–არმონაწილეობის შესახებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ამ საკითხთან დაკავშირებით მან თავისი პოზიცია დააფიქსირა. პრემიერის თქმით,  „ჩვენ უნდა დავასრულოთ ცხოვრება იმპულსებით. ჩვენ [მთავრობამ] გავაკეთეთ განცხადება და ეს არის ჩემი პოზიცია. არაფერს შეურაცხმყოფელს ჩვენს ქვეყანას არ ვაკადრებთ და ჩვენ მოვიქცევით ღირსეულად. მაგრამ იმპულსურად ნუ ვიცხოვრებთ. თუ საჭირო იქნება, უარსაც ვიტყვით ოლიმპიადაში მონაწილეობაზე. ჯერ დრო გვაქვს კიდევ ოლიმპიადამდე. უარის თქმას ყოველთვის მოვასწრებთ. ყველაზე მარტივი ეგაა. ნუ, ვიტყვით უარს და მერე რა?“

„თუ ამის საჭიროება იქნება და ეს ჩვენს ქვეყანას უფრო წაადგება, შევხედავთ, მივიდეთ უფრო ახლოს. თუ შევხედავთ, გავაანალიზებთ და ვიტყვით, რომ ასე ჯობია, მაშინ არ წავალთ. რად უნდათ ეს ამდენი აჟიოტაჟი და აყალმაყალი რომ აქვთ ატეხილი?“, – იკითხა მან.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბევრი ის ორგანიზაცია, რომლებიც კამპანიას ახორციელებენ, მათ შორის „NGO-ები, ერთი კაცის და ერთი სტრუქტურის კერძო ინტერესებს გამოხატავენ“. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ იგი იზიარებს ბევრი ადამიანის შეშფოთებას, მიუხედავად იმისა, თუ ვის უჭერენ ისინი მხარს, რუსეთის ბოლო ქმედებებთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო არ უნდა იყოს იმპულსური“, – განაცხადა ივანიშვილმა, „რატომ ვჩქარობთ, ჯერ გვაქვს დრო; უარის თქმას ყოველთვის მოვასწრებთ. არ შეიძლება, რომ დღეს განვაცხადოთ, რომ ვმონაწილეობთ, ხვალ განვაცხადოთ, რომ არ ვმონაწილეობთ, ზეგ რაღაც შეიცვლება და ისევ ვმონაწილეობთ. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“. 

„თუ ოლიმპიადის წინ ჩვენ გვექნება განცდა, რომ ჩვენი იქ მონაწილეობა შეურაცხმყოფელია, რა თქმა უნდა, არ მივიღებთ მონაწილეობას“, – დასძინა მან.

8 ოქტომბერს ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მიზნით კამპანია წამოიწყო. ამ ეტაპზე კამპანიის ფარგლებში გროვდება ხელმოწერები ონლაინ პეტიციაზე, რომელსაც უკვე 9 000–ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი.

რამდენიმე ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა და მომღერალმა 13 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ღია ცის ქვეშ საპროტესტო კონცერტი გამართა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის წინააღმდეგ. მსმელელებს შორის ასევე იყო რამდენიმე დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან.

ინტენსიური დებატები საქართველოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთ-საქართველოს „2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი“ შეერჩია. ივან ნეჩაევმა, რომელმაც რუსეთის გმირის წოდება საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული თვითმფრინავის პილოტირების გამო მიიღო,  ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ესტაფეტა კრემლის ტერიტორიაზე დაასრულა და ერთ-ერთია იმ 13 990 მეჩირაღდნიდან, რომლის ხელშიც გაივლის ოლიმპიური ცეცხლი სოჭში ჩატანამდე. საქართველოში ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ მართალია ნეჩაევი ათასობით მეჩირაღდნიდან ერთ-ერთია, მაგრამ მისი მონაწილეობა ესტაფეტაში რუსულმა ტელეკომპანიებმა ფართოდ გააშუქეს – ეს ქმედება თბილისში მოსკოვის გამომწვევ ნაბიჯად მიიჩნიეს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2737
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია