დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/15 12:23:09

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა, დღეს, კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. კოდექსი მიზნად ისახავს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მასში დეტალურად არის გაწერილი ის შეზღუდვები და უფლებები, რაც კომისიის წევრთა მიერ  საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარებას უზრუნველყოფს.

ქუთაისის # 59-ე სარჩევნო კომისიის თავმჯდმარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, დღეს, ეთიკის კოდექსს ხელი კომისიის 12 წევრმა მოაწერა, ერთი წევრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საოლქოში ვერ გამოცხადდა. კომისიის 13 წევრიდან 5 მუდმივია, 7 პარტიების წარმომადგენლები, ერთ წევრს კი  ცესკო ნიშნავს.

კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსს ხელი, საქართველოს ყველა მასშტაბით მოქმედ საოლქო და საუბნო კომისიაში მოეწერა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2743
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია