დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფინანსთა მინისტრის ვიზიტი აშშ–ში
ნოდარ ხადური: "აშშ–ში სჯერათ ახალი მთავრობის"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/15 11:17:14

 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში დასრულდა. ნოდარ ხადური აშშ-ში ვიზიტის დასასრულს ADB-ის პრეზიდენტს და Citi Bank"-ის წარმომადგენლებს შეხვდა. 


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას, საქართველოში ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ისაუბრეს, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის საკითხებზე. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, 2014 წლის გაზაფხულზე თბილისში საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, ბიზნესფორუმი ჩატარდება. 

"აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან წარმატებული შეხვედრა გვქონდა. შევთანხმდით, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება ბიზნესფორუმი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი ერთობლივად ჩავატარებთ. ვფიქრობ, ეს ფორმატი საინტერესო იქნება ინვესტორებისთვის. აშშ-ში გამართულმა შეხვედრებმა დამარწმუნა, რომ ზოგადი ფონი ძალიან კარგია. ვაშინგტონში, კარგად იციან საქართველოში არსებული მდგომარეობა, სჯერათ ახალი მთავრობის, როგორც ინვესტორებს, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში აქტიურად გაგრძელდება", - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია