დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს ვიდეოჩანაწერს დღეს აჩვენებენ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/14 13:26:47

 

ქუთაისის # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  8 ოქტომბერს გარდაცვლილი პატიმრის,  გოგა ძველაიას ოჯახის წევრებს, ციხის სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეომასალას სავარაუდოდ დღეს აჩვენებენ. ძველაიას ოჯახს,  ციხის დერაფანში გადაღებული კადრების ჩვენებას პირადად  სოზარ სუბარი დაპირდა. სუბარის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ყველანაირად დაეხმარება გამოძიებას სიმართლის დადგენაში.

გუშინ, 16 წლის პატიმრის საკანი მისმა ოჯახის წევრებმა  დაათვალიერეს. საკნის ნახვის შემდეგ, გოგა ძველაიას მამამ განაცხადა,რომ მას ეჭვი იმის შესახებ, რომ გარდაცვლილს მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა, თითქმის აღარ აქვს, რადგან ციხის საკანში მან მისი შვილის ნახატები და ის წერილი ნახა, სადაც ძველაია ცალკე საკანში მოთავსებას ითხოვდა. გარდაცვლილის მამა არ გამორიცხავს, რომ ძველაია მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის იმიტაცია მოაწყვეს.

გოგა ძველაია ქუთაისის # 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 ოქტომბერს, ციხეში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით მან თავი ჩამოიხრჩო, თუმცა, ოჯახის წევრები მის მკვლელობას არ გამორიცხავენ და სიმართლის გარკვევამდე გარდაცვლილის დასაფლავებას არ აპირებენ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია