დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსი
ტრადიციული ქუთაისური ფოტოკონკურსი „ილო“ იწვევს მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/12 18:28:14

ქუთაისის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური წელსაც ტრადიციულად ელოდება საკონკურსო ნამუშევრებს ტრადიციულ ფოტოკონკურსში „ილო“. ამჯერად  ფოტოკონკურსის თემატიკაქუთაისი: გუშინ, დღეს, ხვალ.

ფოტოკონკურსი "ილო"  2007 წლიდან  ქუთაისში ყოველწლიურად ტარდებადა ის   ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს. 
როგორც კულტურის სამსახური აცხადებს, ფოტოკონკურსის მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები (მოყვარულები და პროეფესიონალები) და ხელი შეუწყოს ქუთაისში ფოტოგრაფიის განვითარებას. კონკურსში შეიძლება, წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფოტოგრაფიულ ჟანრში (პეიზაჟი, პორტრეტი, ჟანრული სცენა, რეპორტაჟი ) გადაღებული ფოტო ან ფოტოების სერია (მინიმუმ 3 ფოტო და მაქსიმუმ 5 ფოტო). აუცილებელი პირობაა, რომ კონკურსში წარმოდგენილი ფოტოები გადაღებული იყოს ქუთაისში 2012-2013 წლებში. კონკურსში შემოსული ფოტოებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემაა დაგეგმილი.“

საკონკურსო ნამუშევრები 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე მიიღება, ხოლო შედეგები 2013 წლის 1 ნოემბერს გამოვლინდება.

 „ილოსგამარჯვებულთათვის 4 სახის პრემიაა დაწესებული. პირველი პრემია - 1000 ლარი; მეორე პრემია - 700 ლარი მესამე პრემია - 500 ლარი. “პუბლიკის სიმპატია” - 300 ლარი გადაეცემა იმ ფოტოს ავტორს, რომლის ნამუშევარიც (ან ნამუშევრებიც) ფოტოკონკურსის ფეისბუქის გვერდზე - ფოტო კონკურსი "ილო" / Photo Contest "ILO"- ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს. გარდა ამისა, ფოტოკონკურსში გამარჯვებულებს, ფულად პრემიებთან ერთად, გრან-პრი ,,ილო“ (ილოს გამოსახულებიანი მინი-ქანდაკება), მცირე ზომის ფოტოაპარატის ქანდაკება და სოციალურ ქსელში მოწონების აღმნიშვნელი სიმბოლოიანი ქანდაკება გადაეცემათ. ხოლო კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრების და ასევე საუკეთესო 50 ფოტოსგან დაკომპლექტდება გამოფენა, რომელიც გამარჯვებულთა დაჯილდოვების დღეს გაიხსნება.

 


კონკურსში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ციფრული ფაილები. ფაილები განაცხადთან ერთად (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება კულტურის, განათლების და ძეგლთა დაცვის სამსახურის გვერდიდან https://www.facebook.com/kultura.education) უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: .ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3, I სართული, მერიის კანცელარია, ოთახი №3. ან ხელმოწერილი განაცხადის დასკანერებული ვერსია გადმოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: ilokutaisi2011@gmail.com, culture@kutaisi.gov.ge.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2915
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია