ქუთაისში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრი მასშტაბური ქველმოქმედებისთვის ემზადება. ხვალ, ცენტრის გერმანელი წარმომადგენლები ქველმოქმედების მიზნით ქუთაისის # 4 სკოლაში სხვადასხვა ნივთებსა და სურსათს მიიტანენ.
"ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ ქუთაისი, რომ ძალიან გვიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი, განსაკუთრებით კი ქუთაისელები. დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ ამ საქმეს და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ",-ამბობს გერჰარდ მიულერი, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად ქუთაისში ხშირად ჩამოდის.
გერჰარდ და კარი მიულერმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს, ბავშვთა სახლსა და საავადმყოფოს გაუწიეს დახმარება.
ქველმოქმედი ცოლ-ქმარი ქუთაისის საპატიო მოქალაქეები არიან.
ქართულ-გერმანული ცენტრი ქუთაისში თითქმის ოცი წელია არსებობს.
ცენტრის წარმომადგენლები, დღეს, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს შეხვდნენ.