დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოლხური შადრევანი, შესაძლოა, ექსპლოატაციიდან დროებით ამოიღონ
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/11 11:59:33

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ორი წლის წინ აგებული კოლხური შადრევნის  ექსპლოატაცია, შესაძლოა, დროებით შეჩერდეს. ამის მიზეზი  ქუთაისის მერიასა და ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ფირმას შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევა გახდა. როგორც კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, შპს „მშენებელ 2011“-ს  მერიასთან მოედნის და, შესაბამისად, არც შადრევნის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია, რაც იმას ნიშნავს, რომ  შადრევანი ამ დრომდე უკანონოდ ფუნქციონირებს.

 

„არ არის ჩაბარებული ეს ობიექტი შესაბამისი კომპანიის მხრიდან, რის გამოც, შესაძლოა, ვიდრე  საკითხი გაირკვევა, შადრევნის ექსპლოატაცია შეჩერდეს. რაც შეეხება მისი  დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს სრული აბსურდია და მსგავსი რამ ჩვენს სამსახურში არც განხილულა  " – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზურაბ ზამბახიძე.


შპს „მშენებელი 2011“-მა  ქუთაისის მერიასთან შესაბამისი ხელშეკრულება 2011 წელს გააფორმა. სამსახურის მონაცემებით, მოედნის სრული რეაბილიტაციისთვის  2 მილიონ 600 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

შპს „მშენებელი 2011"-ს ხარვეზების გამოსასწორებლად და ობიექტის ჩასაბარებლად ვადა 5 დღე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოლიდური თანხით დაჯარიმდება. მის დაწყებულ საქმეს კი სხვა კომპანია დაასრულებს, რის შემდეგაც შადრევანი ექსპლოატაციაში კვლავ დაბრუნდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3098
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია