დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აღზრდის მეთოდები
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/10 18:51:02

ხვალ , 11 ოქტომბერს, ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევის  პრეზენტაცია გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება საქართველოს მოსახლეობის განწყობა ბავშვთა მიმართ ძალადობის თემასთან დაკავშირებით. კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის დაკვეთითა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია ქურციკიძე აცხადებს, ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის განწყობებისა და დამოკიდებულების კვლევა.  კერძოდ, ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ძალადობას; რამდენად ტოლერანტულია საზოგადოება ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ და როგორია იმის ალბათობა, რომ ადამიანები შეატყობინებენ შესაბამის ორგანოებს ძალადობის შესახებ, თუ ასეთი ფაქტები მათთვის ცნობილი გახდა.

წინამდებარე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში ფართოდაა მიღებული. ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ დასჯის ძალადობრივი ფორმები უფრო ქმედითია, ვიდრე არაძალადობრივი აღმზრდელობითი მეთოდები. კვლევაში ასევე ასახულია ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის არსებული მექანიზმის - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების - ძლიერი და სუსტი მხარეები და წარმოდგენილია კონკრეტული რეკომენდაციები

 

პრეზენტაციას  დაესწრებიან ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედავით ლომიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილელია გიგაური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე ტაბატაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე; სტივენ ჰეიკინი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო; საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2453
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია