დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოტე ლომიძე "ქუთსერვისჯგუფის" დირექტორის გათავისუფლების პასუხისმგებლობას ვიცე–მერს აკისრებს
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/10 13:07:13

 

ქუთაისის მერიასთან მოქმედი დასუფთავების კომპანია "ქუთსერვისჯგუფის" ყოფილი დირექტორის ლაშა დვალიშვილის ბრალდებებს, თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უარყოფს მერის მოვალეობის შესმრულებელი კოტე ლომიძე. ლომიძის თქმთ, იგი 4 ოქტომბერს, დვალიშვილის გათავისუფლების მომენტში მერის მოვალეობას არა ის, არამედ ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე ასრულებდა, შესაბამისად, დვალიშვილს იგი ვერ გაუშვებდა პოსტიდან.

"ორჯერ მყავს ეს ადამიანი ნანახი. ერთი თვის წინ შევხდი ჩემს კაბინეტში, მაგრამ მაშინ არ ყოფილა მსგავს საკითხზე საუბარი. გარდა ამისა, მისი გათავისუფლების მომენტში მერის მოვალეობას მე არ ვასრულებდი. ამ პოსტზე თენგიზ თოფურიძე იყო",– განაცხადა კოტე ლომიძემ.

შპს "ქუთსერვისჯგუფის" დირექტორი ლაშა დვალიშვილი დირექტორის პოსტიდან 4 ოქტომბერს გაათავისუფლეს.  დვალიშვილი აცხადებს,რომ თანამდებობიდან მისი გაშვება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან იგი  პარტია "ნაციონალური მოძრაობის"წევრია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია