დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
ჭიათურაში წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/10/09 13:11:58

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, წინასაარჩევნო პერიოდი წელს ჭიათურაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. საპრეზიდენტო კანდიდატებიდან სამთოელთა ქალაქს უკვე სტუმრობდა გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჭიათურას აქვს ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელიც არ ხმარდება მუნიციპალიტეტს.

 

არგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმაძღვანელი ალექსანდრე ციცქიშვილი psnews.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ჭიათურაში უჩვეულოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდი და ელექტორატს მიეცემა ნება, რომ არჩევნებზე თავისი პოლიტიკური ნება ძალადობისა და მოსყიდვების გარეშე დააფიქსიროს. მისივე თქმით, ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს იკვეთება ძირითადად შემდეგი პრობლემები: ჭიათურის მთავარი სიმდიდრის, მანგანუმის, რეწვაზე დასაქმებულთა ანაზღაურებისა და შრომითი უსაფრთხოების საკითხები, ჯანდაცვითი დაწესებულებების პრობლემა (ჭიათურაში ამჟამად მოქმედებს მხოლოდ ერთი ჯეო-ჰოსპიტალსის საავადმყოფო, რომელიც 25-მდე პაციენტზეა გათვლილი).

 

ათასამდე ფერმერი, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო ბარათების გარეშე დარჩნენ, ბუნებრივია, განაწყენებული არიან, თუმცა ყველა მათგანმა იცის, რომ ქართული ოცნებისადა ახალი ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა მათი უბარათოდ დარჩენა. ჩემი აზრით, ჭიათურაში მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი 50%-ზე მეტს მიიღებს ამ არჩევნებზე, თუმცა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ალბათ, შედარებით დაბალი რეზულტატები გვექნება თუნდაც იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა ქალაქებში მცხოვრები ჭიათურის მოქალაქეები ვერ ჩამოვლენ, ამას დაემატება ზოგიერთი განაწყენებული ადამიანიც, რომლებიც, სავარაუდოდ, საერთოდ არ მივლენ არჩევნებზე“, განაცხადა ალექსანდრე ციცქიშვილმა.

 psnews.ge- მოუსმინა მოქალაქეებს, რომელთა უმეტესობა არჩევნებზე მისვლას გეგმავს და ღიად აფიქსირებს პოზიციას.

ციალა შეყილაძემ (პენსიონერი) აღნიშნა, რომ სასწრაფოდ უნდა აღდგეს ჭიათურის საავადმყოფოებიდან ერთ-ერთი, რათა ზესტაფონსა და საჩხერეში არ მოუწიოთ პაციენტებს სიარული და ამისთვის სასწრაფოდ უნდა იქნას მიღებული ზომები. მანვე დასძინა, რომ ჭიათურის მთავარი პრობლემა ეკოლოგია და დასაქმების დაბალი მაჩვენებელია. ციცინო ტყემეალაძემ (დროებით უმუშევარი) თქვა, რომ ადრე შვილიშვილის დაბადების გამო, შინაური პირუტყვის გაყიდვა მოუწია, წელს კი ჯანდაცვით საკითხებში არსებული პოზიტივების გამო ქართულ ოცნებასდაუჭერს მხარს.

 ნინო გაფრინდაშვილმა (დიასახლისი) აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამიმედები გაუცრუა, მას მხარს აღარ დაუჭერს და მისი სიმპატიები ნინო ბურჯანაძისკენ იხრება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია