დიმიტრი კოპალიანის მერის პოსტიდან წავლის შემდეგ ქუთაისში მერის მოვალეობის შემსრულებელი მესამედ შეიცვალა. პირველად ეს თანამდებობა ვიცე-მერმა კოტე ლომიძემ შეითავსა, დაახლოებით ერთი კვირის წინ ლომიძე მეორევიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ ჩაანაცვლა. ხოლო გუშინ ყოფილი მმშ კვლავ დაუბრუნდა პოტს.
როგორც კოტე ლომიძე და თენგიზ თოფურიძე psnews.ge-სთან საუბარში აცხადებენ, ხანმოკლე ცვლილება პროცედურების დაცვის მოტივით მოხდა.
„მე ვიყავი მერის მოვალეობის შემსრულებელი და ვიცე-მერებად დავნიშნე თოფურიძე და შარაბიძე. შემდეგ თენგო გადავიდა ამ თანამდებობაზე და დამნიშნა მე ვიცე-მერად. ახლა კი, კვლავ დავუბრუნდი თანამდებობას," – აცხადებს კოტე ლომიძე.
„ეს წმინდა პროცედურული მომენტი იყო. ვიცე-მერებს ნიშნავს მერის მოვალეობის შემსრულებელი. ამიტომ ჯერ ბატონი კოტე იყო ამ პოსტზე და შემდეგ მე დავინიშნე, რათა კოტე ლომიძე ვიცე-მერად დამენიშნა,“–განაცხადა მეორე ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ.
ლომიძე მერის მოვალეობას 4 ნოემბრამდე შეასრულებს, რის შემდეგაც გადაწყდება, ჩატარდება თუ არა კონკურსი ქუთაისის მერის პოსტის დასაკავებლად.