დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ციხეში გარდაცვლილი პატიმარი არასრულწლოვანია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/08 11:21:58

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა. გარდაცვლილი პატიმარი არასრულწლოვანია და ის დაწესებულებაში 24 საათის გადაყვანილი იყო.მომხდარის შესახებ განცხადება სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მინისტრი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებს გაეცნო. 
ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. 16 წლის არასრულწლოვანმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. არ ვიცით რა გახდა ამის მიზეზი. პატიმართან სოციალური სამსახურის მუშაკები მუშაობდნენ და შემთხვევამდე საკნიდან პატიმრის თხოვნით ნახევარი საათის გამოსული იყვნენ. გარდაცვლილი პატიმარი ქურდობის ფაქტზე იყო დაკავებული და ციხეში მეორედ მოხვდა. ციხიდან პირველად პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა,“ -განაცხადა სოზარ სუბარმა. 
ქუთაისის# 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი არასრულწლოვანი პატიმრის ვინაობა არ ხმაურდება . ცნობილია, მხოლოდ ის, რომ პატიმარი სენაკიდან არის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია